იუნუს ემრეს სახელობის ინსიტუტი

იუნუს ემრეს სახელობის ინსიტუტი

იუნუს ემრეს სახელობის ფონდი მიზნად ისახავს თურქეთისა და თურქული ენის, ისტორიის,  კულტურისა და ხელოვნების მთელი მსოფლიოსათვის გაცნობას  და გავრცე-ლებას, აღნიშნულთან დაკავშირებით წლობით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების მთელი მსოფლიოსათვის წარდგენას და გაზიარებას. თურქული ენის, კულტურისა და ხელოვნების შესწავლის მსურველთათვის ქვეყნის  საზღვარებს გარეთ შესაბამისი მომსა-ხურების გაწევას, კულტურის სფეროში თურქეთის სხვა ქვეყნებთან დაახლოვებას და მეგობრობის  განმტკიცებას. ფონდი დაარსებულია 2007 წლის  05.მაისს,   5653-ე კანო-

ნის დებულებათა საფუძველზე.

რაც შეეხება იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს იგი დაარსებულია როგორც ზე-მოთაღნიშნულ ფონდთან უშუალოდ დაკავშირებული ორგანიზაცია და  მოქმედი კანონის დებულებათა შესაბამისად მიზნად ისახავს ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაარსებულ  კულ-ტურის ცენტრებში უცხოელთათვის თურქული ენის შესწავლას, ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით  სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებათა ჩატარებას,  მეცნიერულ საქმიანობათა  მხარდაჭერასა და დახმარებას.

2009 წელს დაარსებულ იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს საზღვარგარეთ უკვე აქვს  გახსნილი  40-ზე მეტი კულტურის ცენტრი. ამ კულტურის ცენტრებში თურქულ ენაზე განათლების მიღების გარდა, ასევე ხორციელდება მეზობელი ქვეყნების კულტუ-რულ-საგანმანათლებლო დაწესებულებთან ინტენსიური ურთიერთთანამშრომლობა, ხოლო თურქოლოგიის განყოფილებათა მეშვეობით ხელი ეწყობა  თურქული ენის შესწავ-ლას. ამავე ცენტრების მეშვეობით  თრქეთის კულტურისა და ხელოვნების გავრცობისა და მსოფლიოსათვის წარდგინების მიზნით ტარდება მრავალი როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო მასშტაბების მქონე კულტურული ღონისძიება.

 

კულტურის ცენტრები

-ა

-ავღანეთი                                              -ქაბული

-ალბანეთი                                             - შკოდერი

-ალბანეთი                                             - ტირანა

-ალჟირი                                                 -ალჟირი

-ავსტრია                                                 - ვენა

-აზერბაიჯანი                                         -ბაქო

 

-ბ

-ბელგია                                              -ბრიუსელი

-ბოსნია და ჰერცეგოვინა                     -ფოინიცა

-ბოსნია და ჰერცეგოვინა                     -მოსტარი

-ბოსნია და ჰერცეგოვინა                      -სარაევო                   

-გ

-გერმანია                                               -ბერლინი

-გერმანია                                                    -კელნი 

-ე

-ეგვიპტე                                                -კაირო

-ეგვიპტე                                               -ალექსანდრია

-ი

-იაპონია                                                  -ტოკიო

-ინგლისი                                                -ლონდონი

-ირანი                                                     -თეირანი

-იტალია                                                  -რომი

-იორდანია                                              -ამანი             

-კ

-კოსოვო                                                 -პრიზრენი

-კოსოვო                                                 -პეჩი

-კოსოვო                                                 -პრიშტინა

-ლ

-ლიბანი                                                -ბეირუთი

-მ

-მაროკო                                                -რაბატი

-მაკედონია                                          -სკოპიე

-მოლდოვა                                          - კომრატი

-პ

-პოლონეთი                                        -ვარშავა

-რ

-რუმინეთი                                        -კონტანცა

-რუმინეთი                                        -ბუქარესტი

-რუსეთის ფედერაცია                     -ყაზანი

-ს

-სამხრეთ  აფრიკა                           -პრეტორია            

-საფრანგეთი                                   -პარიზი

-საქართველო                                 -თბილისი

-სერბეთი                                          -ბელგრადი

-სუდანი                                            -ხარტუმი

-უ

-უნგრეთი                                        -ბუდაპეშტი

-ყ

-ყაზახეთი                                        -ასტანა

-ჩ

-ჩერნოგორია                                  -პოდგორიცა

-ჩრდილოეთ კიპროსი                  -ნიქოზია

-ხ

-ხორვატია                                       -ზაგრები

-ჰ

ჰოლანდია                                       -ამსტერდამი