"15 ივლისი, ეროვნული ნების უმაღლესი გამოხატულება"

Yazıcı-dostu sürüm

სააგენტო ანადოლუს  (AA) ფოტორეპორტიორების მიერ ფეთჰულას მიმდევართა ტერორისტული ორგანიზაციის ორგანიზებული  სამხედრო გადატრიალების ღამეს გადაღებული ფოტოები საქართველოში "15 ივლისი, ეროვნული ნების უმაღლესი გამოხატულება"   ფოტოგამოფენაზე იქნა წარმოდგენილი.

გამოფენა საქართველოს დედაქალაქ თბილისში  გაიმართა სააგენტოსა (AA)  და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ორგანიზებით და მას საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქული ორგანიზაციების წარმომადგენლობა,  აზერბაიჯანისა და საწართველოს მოქალაქეებიც დაესწრნენ.

თრქეთის ელჩმა გუმრუქჩუმ გამოთქვა კმაყოფილებით გამოფენით, სადაც წარმოდგენილ იქნა 15 ივლისის ღამეს სააგენტო ანადოლუს მიერ გადაღებული ფოტომასალა.

გულრუქჩუმ მადლობა გადაუხარა გამოფენის ორგანიზატორებს: სააგენტო ანადოლუსა და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს და  " მინდა მადლობა გადავუხადო სააგენტო ანადოლუს ყველა იმ ჟურნალისტს, რომელთა ფოტოებიც, გადაღებული გადატრიალების წინააღმდეგ გამოსვლისას,  წარმოდგენილია აქ.  ამასთან,  მადლობას ვუხდი იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს, რომლის ინიციალტივითაც იქნა ჩამოტანილი ფორტოები და მოეწყო გამოფენა"-დასძინა ელჩმა.

გუმრუქჩუმ  გაიხსენა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც გადატრიალების შემდეგ მინისტრებთან ერთად ეწვია თურქეთს და ასე განაგრძო:

"15 ივლისის სამხედრო გადატრიალების ღამეს თურქი ხალხის გამოსვლა დემოკრატიის სადარაჯოზე მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. ვფიქრობ, ჩვენი ხალხის გმირობამ არა მხოლოდ თურქეთის დემოკრატია და უსაფრთხოება, არამედ რეგიონისა და გლობალური მშვიდობაც  გადაარჩინა.   დღემდე გრძელდება ბრძოლა გადატრიალების მოსურნეთა წინააღმდეგ და  გაგრძელდება.  რადგან თურქეთში დემოკრატიის არსებობდა  ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოსათვის."

სააგენტო ანადოლუს კავკასიის რეგიონის წარმომადგენელმა თოლგა ოზგენჩმა, აღნიშნა, რომ სააგენტო ანადოლუ, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს  თურქი ხალხის ხმას განმათავისუფლებელ ბრძოლაში,  15 ივლისის გადატრიალების მცდელობის ღამეს განვითარებული მოვლენები მსოფლიოს გააცნო. ოზგენჩმა, ხაზი გაუსვა FETÖ-ს რეალურ სახეს და განაცხადა, რომ ფოტორეპორტიორების მიერ გადაღებული ფოტოების მთავარი მიზანია მათი რელური სახე  გააცნონ მეგობარ, მოძმე და მეზობელ ქვეყნებს და მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა ზექერია გულთექინმა განაცხადა: "მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეკეთებინა 15 ივლისის ღამეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ღამით გადაღებული მასალების ფოტოგამოფენა.  ჩვენ კვლავ მივაწოდებთ ქართულ საზოგადოებას ინფორმაციას ვერაგი გადატრიალების შესახებ, რომლის მთავარი სამიზნე თურქი ხალხის ერთიანობა იყო".

  გამოფენა "15 ივლისი, ეროვნული ნების უმაღლესი გამოხატულება",  რომლზეც დარიგდა სააგენტო ანადოლუს  მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები, ქართული მედიისა და ხალხის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა.