"ჭაბუკ ფალავნებს" ჯილდო საქართველოდან

03/11/2016

საქართველოს კუტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამართული ფესტივალის საკონკურსო სექციის Focus Caucasus, რომელშიც თურქეთიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 8 ფილმი იღებდა მონაწილეობას, მეთე გუმურჰანის ფილმი "ახალგაზრდა ფალავანები"  ჟიურის რჩეული ფილმი გახდა.

ფილმისთვის მინიჭებული ჯილდო, რომელიც კონკურსში თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მხარდაჭერით იღებდა მონაწილეობას, მეთე გუმურჰანის სახელით თბილისის იუნუს ემრეს სახელობის  დირექტორმა ზექერია გულთექინმა აიღო.  დაჯილდოვების ცერემონიალზე სიტყვა წარმოთქვა კულტურის ცენტრის დირქტორმა ზექერია გულთექინმა, რომელმაც  განაცხადა, რომ ფესტივალში, რომელშიც საუკეთესო ფილმები იღებდა მონაწილეობას,  გამარჯვება ფილმით ჭაბუკი ფალავნები",  დიდი ბედნიერებაა და ამავე დროს ფესტივალი კავკასიის ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

ფილმი "ჭაბუკი ფალავნები", რომლის სცენარისტიცა და რეჟისორიც არის მეთე გუმურჰანი, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მხარდაჭერით, ფესტივალის ფარგლებში ორჯერ იქნა ნაჩვენები.

ფილმი გვიამბობს ამასიის მახლობელ სოფლებში მცხოვრებ ბავშვებზე, რომელნიც ცდილობენ ჭიდაობაში მიღწეული წარმატებებით ცდილობენ გაიკვლიონ ცხოვრების გზა.  26 ბავშვი, რომელიც ამასიის ჭიდაობის ცენტრის სკოლა ინტერნატში ცხოვრობს, მზადაა გაუმკლავდეს ყველა პრობლემას, რათა გახდეს ჩემპიონი ჭიდაობის დარგში. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ახლოდან დავაკვირდეთ და გავეცნოთ ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც სავსეა მეგობრობითა და მეტოქეობით.