ენების ევროპული დღე საქართველოში

Yazıcı-dostu sürüm

ევროკავშირის კულტურული ინსტიტუტების ორგანიზებით წელს მეოთხედ გაიმართა ენათა ევროპულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები.  ღონისძიება სიტყვით გახსნეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძემ და სხვა უფლებამოსილმა პირებმა.

მომხსენებლებმა წელს ღონისძიებაში პირველად მონაწილე თურქულ და პოლონურ ორგანიზაციებს გადაუხადეს მადლობა და წარმატებები უსურვეს.

ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობდა გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, საბერძნეთი, ლიტვა, პორტუგალია, ესპანეთი და პოლონეთი, წელს პირველად თურქეთის სახელით მიწვეულ იქნა იუნუს ემრეს სახელობის თბილისის ინსტიტუტი.

პროგრამის ფარგლებში იუნუს ემრეს სახელობის თბილისის ინსტიტუტმა უცხოელ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია კულტურის ცენტრის საქმიანობის, ღონისძიებების, თურქული ენის სწავლების, სასწავლო მასალებისა და კვლევების შესახებ.  ღონისძიების დასასრულს ბავშვებმა ფახლავა დააგემოვნეს.

"ღონისძიებაზე ვეცადეთ გვეჩვენებინა, თუ რამდენად ადვილია თურქული ენის სწავლება იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული მეთოდებითა და სასწავლო მასალებით" - განაცხადა იუნუს ემრეს სახელობის თბილისის ინსტიტუტის დირექტორმა ზექერია გულთექინმა.

ღონისძიების 8-18  წლის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დღის განმავლობაში მიეღოთ მონაწილეობა სასწავლო და სხვადსხვა გასართობ, სახალისო პროგრამებში.

ღონისძიება ტარდება ყოველი წლის 26 სექტემბერს და მისი მთავარი მიზანია ევროსაბჭოს წევრ 45 ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონამდე ადამიანი წაახალისოს და ხელი შეუწყოს სკოლასა თუ სკოლის გარეთ უცხო ენის სწავლებას.