"ეთნოფესტი 2016" საქართველოში

Yazıcı-dostu sürüm

საქართველოს დედაქალაქ თბილისში  ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პირველი საერთაშორისო სამიტი  "ეთნოფესტი 2016"  ჩატარდა.

ფესტივალის ორგანიზატორი ორგანიზაციის "საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის" დირექტორმა მაკა დვალიშვილმა უცხოელ და ადგილობრივ ხელოვანებს, ფესტივალზე თურქეთის სახელით მონაწილე იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს მადლობა გადაუხადა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა რომ ამაყობს იმით, რომ მსგავსი ფესტივალი ტარდება თბილისში და ისაუბრა ხელოვნების როლზე ადამიანის ცხოვრებაში.

 გიორგაძემ ასევე ისაუბრა ტრადიციული რეწვისა და დიზაინის კიდევ უფრო განვითარების საჭიროებაზე, რომ მომავალში შესაძლებელია ეს სფერო იყოს ეკონომიკური თვალსაზრისითაც მომგებიანი, რომ ევროკავშირის წევრ ქევყნებში მილიონობით ადამიანი, როგორც პროფესიონალი დაკავებულია ამ საქმით.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ყველა გამოხატა მადლიერება ყველა მონაწილის მიმართ, ფესტივალის ორგანიზატორებს შეუქო საქმიანობა და განაცხადა, რომ თბილისის მერია მზად არის მომავალშიც შეუწყოს ხელი მსგავს ღონისძიებებს.

იუნუს ემრეს სახელობის თბილისის დირექტორმა ზექერია გულთექინმა კი განაცხადა, რომ ღონისძიება ხელს უწყობს თურქული რეწვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე გავრცელებას.

3 დღიანი ფესტივალის დასასრულს იუნუს ემრეს სახელობის თბილისის ინსტიტუტის სტენდი  "კაზაზიე"  დასახელდა და დაჯილდოვდა  როგორც ფესტივალის "უძველესი ხელოვნება" და "ყველაზე ლამაზი სტენდი".