იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი კავკასიის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე

Yazıcı-dostu sürüm

     თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ამ წელს მეცხრედ მოწყობილ  კავკასიის ჯაზ-ფესტივალში.

      ფესტივალი, რომლის მიზანიცაა წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეთნიკური ჯაზის განვითარებაში, მუსიკოსებს შორის კულტურული თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და მეზობელი ქვეყნების  ურთიერთობების განმტკიცებაში, ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და თურქი მუსიკოსების მონაწილეობით თბილისში 4-8 ივნისს გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში კონცერტებთან ერთად მოეწყო სემინარები, გამოფენები, ტრენინგები და ვორკ-შოფები.

     ფესტივალის დამაარსებელმა ელენე მეჩითოვამ საუბრისას განაცხადა: „2010 წლიდან დღემდე ჩვენს ფესტივალში 11 ქვეყნიდან 100-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. შემიძლია ვთქვა, რომ დიდი შრომა გავწიეთ ამ ღონისძიების მოსაწყობად. ამ პროცესში ბოლო ოთხი წელია, ჩვენთვის მხარდაჭერას არ იშურებს იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საქართველო-თურქეთს შორის კულტურული ხიდი მშენებლობაში“.

      თურქმა მუსიკოსებმა ბილალ ქარამანმა, შენთურქ ოზთაშმა და მუსტაფა ოლგანმა, რომლებმაც ჩვენი ინსტიტუტის მხარდაჭერით წარადგინეს ჩვენი ქვეყანა, აბანოთუბანში ფესტივალის დახურვის კონცერტი გამართეს. დახურვის კონცერტს თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი საქართველოში ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, უცხოური მისიის წარმომადგენლები, თურქი, ქართველი, სომეხი ხელოვანები და უამრავი ადგილობრივი და უცხოელი მუსიკის მოყვარული დაესწრო. თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა ფესტივალში მონაწილე თურქი მუსიკოსებისთვის მიღება გამართა.

      თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, რომელიც თვლის, რომ კავკასია თურქეთის გარეშე წარმოუდგენელია, მონაწილეობას განაგრძობს ამ ტიპის ღონისძიებებში.