„ქართველი ქალი ანუ შურისძიება“ ქართულად ითარგმნა

Yazıcı-dostu sürüm

აჰმეთ მითჰათ ეფენდის „ქართველი ქალი ანუ შურისძიება“, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს აღწერს, ქართულად ითარგმნა.

თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“ ცნობილი თურქი მწერლის აჰმეთ მითჰათ ეფენდის ცნობილი ნაწარმოების „ქართველი ქალი ანუ შურისძიება“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის თამარ ალფენიძის მიერ ქართულად თარგმნილი ნაწარმოების პრეზენტაციას ურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზ. ლევენთ გუმრუქჩუ, ორგანიზაცია TIKA-ს თბილისის წარმომადგენლობის კოორდინატორი ჰუსეინ შანლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფ. მარიკა ჯიქია, თურქული და ქართული ორგანიზაციების წარმომადგენლები, აკადემიური წრე, მწერლები, გამომცემლობის წარმომადგენლები და ინსტიტუტის მსმენელები დაესწრნენ.

პრეზენტაციის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიების გახსნაზე თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ლევენთ გუმრუჩუმ აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს ყველა ეპოქაში ახასიათებდათ სტუმართმოყვარეობა, ტრადიციების დაცვა და გმირობა, რაზეც  თავის ნაწარმოებში საუბრობს აჰმეთ მითჰათ ეფენდი, რომელსაც თურქულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა აღნიშნა, რომ დღესდღეობით ამ ნაშრომის, რომელიც აკადემიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წყაროა, თანამედროვე თურქული თარგმანები არსებობს, თუმცა მათ წყაროდ აჰმეთ მითჰათ ეფენდის 1895 წელს ოსმალურ თურქულად გამოცემული წიგნი გამოიყენეს.

თურქოლოგმა თამარ ალფენიძემ, რომელმაც საუბარი დაიწყო სიტყვებით „ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი თარგმანი გავაკეთე“, თქვა, რომ ოსმალური თურქულის სიმდიდრის სიფრთხილით გადმოსაცემად, წიგნი რამდენჯერმე სიამოვნებით წაიკითხა. ალფენიძემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ლიტერატურის სფეროში უფრო მეტი თარგმანი სჭირდება, „ქართველი ქალი ანუ შურისძიება“ კი ამ მხრივ წინ გადაგმული მნიშვნელოვანი  ნაბიჯია.

საუბრის დამთავრების შემდეგ თურქოლოგმა თამარ ალფენიძემ ხელი მოაწერა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილ წიგნებს, რომელიც მან ოსმალური თურქულიდან ქართულად თარგმნა.

ნაწარმოები, რომლის თარგმნაზე მუშაობაც ერთი წელი გრძელდებოდა, ნათელს ჰფენს მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას. 1888 წელს დაწერილ წიგნში გადმოცემულია ფაქტები , რაც მოჰყვა პავლე ციციანოვის მიერ საქართველოს სამეფო ოჯახის რუსეთში გადასახლებასა და მარიამ დედოფლის ყაზანში დასახლებას; ასევე აღწერილია ისეთი თემები, როგორიცაა ჩაცმის სტილი, სამზარეულო, ცეკვა, მუსიკა, ეთიკა, ხასიათი და გმირობა.