თულუ თირფანის კონცერტი საქართველოში

Yazıcı-dostu sürüm

თბილისში გამართულ კავკასიის ჯაზ-ფესტივალის გახსნით კონცერტში მონაწილეობა მიიღო თულუ თირფანმა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,თბილისის მერიისა  და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინტიტუტის მხარდაჭერით  წელს მეშვიდედ მოეწყო კავკასიის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი.

ფესტივალში,რომელშიც თურქეთს, აშშ-ს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანსა და სომხეთიდან დაახლოვებით 50 ხელოვანი მონაწილეობდა, თურქეთი თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ მოწვეულმა თულუ თირფანმა და მისმა კვარტეტმა წარადგინა.

გახნაზე სიტყვით გამოსვლის დროს ფესტივალის კომიტეტის თავმჯდომარემ ჰელენ მეჩიტოვამ მადლობა გადაუხადა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს. მეჩიტოვამ განაცხადა, რომ ფესტივალი, რომელიც სამი დღე გაგრძელდება, ახალციხეში, რაბათის ციხეში დაიხურება.

თბილისის კონსერვატორიის 500 ადგილიან საკონცერტო დარბაზში, რომელიც სავსე იყო ქართველი ჯაზის მოყვარულებით, მსმენელებს დაახლოვებით ერთი საათი ჰქონდათ თულუ თირფანის, სერდარ ბარჩინის, ეილემ ფელითისა და ოკან დუმანის კვარტეტის მოსმენის საშუალება. კონცერტის ბოლოს უწყვეტი ოვაციების ფონზე მაყურებელთა თხოვნით ერთი ნაწარმოები კიდევ შეასრულეს.

კონცერტის ბოლოს, რომელსაც თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ზექერია გულთექინი, დიპლომატიური კორპუსი და უამრავი ჯაზის მოყვარული ქართველი დაესწრო,  თურქეთის ელჩმა საქართველოში ზ. ლევენთ გუმრუქჩუმ თულუ თირფანსა და ჯგუფის წევრებს ყვავილები მიართვა.