თურქული ენის დიდებული დღესასწაული იულკერ არენაზე

Yazıcı-dostu sürüm

იუნუსე ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ, პრეზიდენტის პატრონაჟით,  პროგრამა "თურქჩე ბაირამი" (თურქული ენის დღესასწაული) წელს მეორედ სტამბოლის იულკერ სპორტ არენაზე გაიმართა.

იუნუს ემრეს სახელობის  ინსტიტუმა, რომელმაც "თურქული ენის საზაფხულო სკოლის"  ფარგლებში 46 ქვეყნიდან ჩამოსულ 540 სტუდენტს თურქეთის 16 სხვადსხვა ქალაქში უმასპინძლა, პროგრამა "თურქული ენის საზაფხულო სკოლა"  "თურქული ენის დღესასწაული"თ დააგვირგვინა.

სტამბოლის იულკერ სპორტ არენაზე   გაცოცხლებულ იქნა სცენა კულტურის ელჩების დაბადებიდან გარდაცვალებამდე, პროგრამის თემა  "ადამიანი და თურქული ენა"  ამავე დროს იყო მსოფლიოსადმი  დიდი გზავნილი.  სტუდენტებმა სცენაზე გაცოცხლებული ნაწარმოებებით მსოფლიოს მშვიდობის, მეგობრობისა და სიყვარულის გზავნილები გაუგზავნეს.

თურქული ენის დღესასწაული გასულ წელს პირველად 22 აგვისტოს ისევ სტამბოლის იულკერ სპორტ არენაზე განხორციელდა და მას მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ჩამოსული 500 სტუდენტთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი და არაერთი მინისტრი დაესწრო.

ღონისძიების პირველ ნაწილში, რომლის მთავარი თემა იყო "ადამიანი და თურქული ენა"  გაცოცხელბულ იქნა საფეხურები, რომელსაც ადამიანი დაბადებიდან სამხედრო სამსახურამდე გადის. პირველ ნაწილში ადგილი დაეთმო ისეთ თემებს როგორიცაა:   დაბადება, ბავშვობა, დაწყებითი სკოლა,  ახალგაზრდობის წლები, ქორწილის დღე და იგი კავკასიის, ბალკანეთისა და ანატოლიის  სხვადასხვა რეგიონების ფოლკლორული ცეკვებით იქნა გაცოცხელბული.

ქორწილის სცენა კი ძალზედ ემოციური იყო.  სცენაზე გაზიანტეპეში ქორწილში მომხდარი ტერორისტული თავდსხმა დიდ ეკრანზე ნაჩვენები მიმართვით იქნა დაგმობილი.  "გაზიანტეპეში ბარბაროსული თავდასხმის შედეგად დაღუპულ თანამოქალაქეებს პატივისცემით ვიხსენიებთ.  დაე,  ნუღარ შეწყდება ქორწილები დასრულებმადე,  სიხარულს ნუ ჩაანაცვლებს  ტკივილი" ითქვა გზავნილში.

ოფიცერი ომერ ჰალისდემირი ატირდა

თურქული ენის დღესასწაულის პირველი ნაწილი "სამხედრო სამსახურით" დასრულდა.  ღონისძიების ეს ნაწილი დაიწყო მამის მიერ სამხედრო სამსახურში მყოფი ვაჟისადმი მიწერილი წერილის კითხვით, შემდეგ კი დიდ ეკრანზე სხვა ისტორიულ ჩანაწერებთან ერთად,  ნაჩვენები იქნა პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის 15 ივლისის ღამის მიმართვა ხალხისადმი, მის მიერვე წაკითხული ლექსი "ლოცვა" , რომელსაც მოყვა ხალხის გამოსვლა ქუჩებში სამშობლოს დასაცავად.

ვიდეო ჩანაწერების პარალელურად სცენაზე გამოსულმა სამხედრო პირებმა მონაწილეების, დამსწრეების ოვაციები დაიმსახურეს.  სამხედროების წინ მდგომი ოფიცერმა, რომელმაც ასე წარადგინა თავი "ოფიცერი ომერ ჰალისდემირი!  მიბრძანეთ მეთაურო! "   სამხედრო სალამი მისცა  და  პროტოკოლთან ერთად ყველა მონაწილე ფეხზე წამოდგომით, ცრემლმოერული,  15 ივლისის ღამეს დაღუპულთა სახელების ამოკითხვისას აპლოდისმენტებით მიაგეს პატივი მათ. "სამხედრო სამსახურის" ნაწილის დასრულების შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთ და ერთხმად შეასრულეს ეროვნული ჰიმნი.

ნაბი ავჯი: საუკეთესო პასუხი ტერორიზმს

კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა პროფ. ნაბი ავჯიმ აღნიშნა, რომ თურქული ენის დღესასწაული ამავე დროს არის ტერორიზმის წინააღმდეგ საუკეთესო და მნიშვნელოვანი პასუხებიდან ერთ-ერთი და დასძინა "მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება მოწოდება მშვიდობის, სიყვარულისა და ძმობისაკენ, პროგრამით "ადამიანი და თურქული ენა"  მთელ კაცობრიობას მოუწოდებთ სიყვარულისა და მშვიდობისაკენ და ამით, წმინდა  მისიას ასრულებთ. ეს არის იუნუს ემრეს მოწოდება საუკუნის წინ  რომელიც ამ სიტყვებით მიმართავს ხალხს: მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი, გავიმარტივოთ საქმე", მართლაც და მოდით, გავეცნოთ და გავიადვილოთ საქმე, ეს ქვეყანა არავის დარჩება".

კულტურისა  და ტურიზმის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თურქული ენა არის ენა, რომელზეც შეიქმნა დიდი ცივილიზაციები, გავრცელებისა და გამოყენების თვალსაზრისით იგი თითზე ჩამოსათვლელ ენებთა შორის ერთ ერთია,  იგი არის ენა, რომელმაც როგორც მდინარემ, ყველა გეოგრაფიული არეალიდან, სადაც კი მოხვდა, შეიძინა სიტყვები,  საკუთარი მუსიკალური საფუარით გააერთიანა, საკუთარი ბეჭედი დაასვა სიტყვებსა და სტურქტურას.

ავჯიმ, ხაზი გაუსვა თურქული ენის ფუძისეულ სიღრმესა და სიძლიერეს, მის მდიდარ ლექსიკას და ისაუბრა ენაზე, რომელსაც შესწევს ძალა შეინარჩუნოს თურქეთის ისტორია, კულტურა, ხელოვნება და ცივილიზაცია.

ავჯიმ ასევე განცხადა, რომ თურქული ენა არის  ახმედ იესევის, იუნუს ემრეს, სარი სალთუკის ენა, რომელთაც სჯეროდათ, რომ თურქული ენა არის უდიდესი ძალა, აღჭურვოს სამყარო სიყვარულითა და მშვიდობით და ასე გააგძელა საუბარი:

"ჩვენი ენა, არის ხალხის ენა, რომელიც განადგურებას არა- აყვავებას, შენებას, ქადაგებს, გულებში სიძულვილის, შურისძიების თესლს არა, სიყვარულს, სითბოსა და თანაგრძნობას თესავს. თურქული ენა, საუკუნეების განმავლობაში სამართლიანი და ჭეშმარიტი გზით მშვიდობის, უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სამართლიანობის სადარაჯოზე იდგა.  ჩვენს ზღაპრულ ქვეყანაში შვიდი კონტინენტიდან ჩამოსულო ძვირფასო სტუდენტებო,  თქვენ უკვე სტუმარი არა,  ამ ქვეყნის  შვილნი ხართ".

ავჯიმ ასევე აღნიშნა, რომ ტერორიზმის მიუხედავად თურქული ენის დღესასწაული აღინიშნება და სიტყვა ასე დაასრულა " მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუდენტებს, რომელნიც ამ მძიმე წუთებში უშიშრად, თამამად, ჩვენს მოედნებზე ჩვენთან ერთად დმოკრატიასა და თურქეთს იცავდნენ, თქვენ,  რომელთაც გაქვთ სურვილი შეისწავლოთ ჩვენი კულტურა, ენა."

შერეფ ათეში: მნიშვნელოვანი გზავნილია

იუნუს ემრეს სახელობის ისნტიტუტის თავმჯდომარემ პროფ. შერეფ ათეშმა, დამსწრეთ შეახსენა, რომ იუნუს ემრეს სახელობის ისნტიტუტი, რომელსაც  ქვეყნის გარეთ 45 თურქული კულტურის ცნეტრი და 80 საკომუნიკაციო წერტილი აქვს, 2009 წლიდან დღემდე,  ეწევა საქმიანობას თურქეთის, თურქული ენისა და კულტურის პოპულარიზაციისათვის, თურქეთსა და სხვა ქვეყნებს შორის მეგობრობის გასაღრმავებლად, კულტურათაშორის გაცვლის გაღრმავების მიზნით.

"ქვეყნის გარეთ ჩვენი ქვეყნის სამეგობრო რიცხვის გაზრდისა და ჩვენი ქვეყნის მოყვარულთა რაოდენობის გაზრდის მიზნით ჩვენს მიერ დანერგილი და განხორციელებული კულტურულ-დიპლომატიური ღონისძიებებიდან გამორჩეულ ელემენტთაგან უპირობოდ ერთ ერთია თურქლი ენის სწავლება. როგორც იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, ჩვენ ვცდილობთ შევასწავლოთ მსურველთ თურქული ენა, სწორად გავაცნოთ  უძველესი თურქული კულტურული ღირებულებები და ჩვენი ხალხი.  ისე რომ, მათ  წინააღმდეგ, ვინც მოინდომებს თურქული ენა წარმოაჩინოს როგორც შავი სცენარის ნაწილი, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, პირველ რიგში პატივცემული პრეზიდენტის ძლიერი მხარდაჭერით, სახელმწიფო რესურსებითა და ჩვენი ერის გულწერფელი ლოცვით, გულმოდგინედ ცდილობს თურქული ენა მსოფლიოს ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე სწორი ფორმით შეასწავლოს მსურველთ.  ამ ღონისძიებების დამაგვირგვინებელი კი ყოველწლიურად ჩვენი ისნტიტუტის მიერ განხორციელებული თურქული ენის საზაფხულო სკოლაა. წელს, მიუხედავად გადატრიალების ვერაგი მცდელობისა მსოფლიოს 46 ქვეყნიდან 540 კულტურის ელჩის თანხმობა ჩვენს მოწვევაზე,  მათი გულღია დამოკიდებულება ჩვენი ხალხისადმი ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მნიშვნელოვანი გზავნილია. " განაცხადა ინსტიტუტის თავმჯდომარემ პროფ.  ათეშმა.

და ასე განაგრძო საუბარი:

"პეკინიდან ლონდონამდე, მოსკოვიდან ქაირომდე, სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან ჩემოსული 540 კულტურის ელჩის მიერ გაკეთებული ეს გზავნილი აქედან, იმპერიათა დედაქალაქ სტამბოლიდან, ძველი ქალაქიდან რომელსაც უმღერის  ნეჯიბ ფაზილ კისაკიურეკი თავის ლექსში "ჩემი ძვირფასი სტამბოლი",  დიდი წარმატებაა".

"ამ საქმეს ჩვენ თუ არა სხვა გააკეთებს" პრეზიდენტის სიტყვები მივიღეთ როგორც მოვალეობა და იუნუს ემრეს სახელობის ისნტიტუტი "ამ საქმის", ე.ი. თურქული ენის სწავლების, თურქული კულტურისა და თურქეთის პოპულარიზაციის მიზნით მთელი წლის განმავლობაში დღისითა და ღამით  დაუღალავად ვშრომობთ.

მადლობა მინდა გადავუხადო "ამ საქმის" ქვეყნის გარეთ განხორციელებასთან დაკავშირებით ყველა საკითხში ჩვენს გვერდით მდგომ  პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს, პრემიერ მინისტრს ბინალი ილდირიმს, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს, კულტურისა და ტურიზმის მინისტრს ნაბი ავჯის, სამეურვეო საბჭოს წევრებსა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს ერს.

ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 15 წლის განმავლობაში პოლლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ეპოქას გაუსწრო.  ხიდებმა, გაყოფილმა გზებმა, ჩქაროსნულმა მატარებლებმა, აეროპორტებმა თურქეთის სახე შეცვალა. თითოეული რეკოსნტრუქცია თუ განახლება მაჩვენებელია თურქეთის სიმდიდრისა და კიდევ უფრო განვითარებისა. ახალი თურქეთის არქიტექტროებმა ჩვენმა პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა გუშინ იავუზ სულთან სელიმის სახელობის ხიდი გახსნეს და ამგვარად კიდევ ერთხელ ფიზიკურად დაუკავშირეს ერთმანეთს  აზია და ევროპა.  

ჩვენ კი, როგორც იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, ჩვენს სამშობლო ანატოლიას ევროპასთან, აზიასთან, აფრიკასთან, ავსტრალიასთან კულტურული ხიდებით ვაკავშირებთ და ამგვარად, მსოფლიოს ხალხებს ვაახლოებთ თურქეთთან.  ჩვენი შრომის შედეგები, როგორც შენობა ნაგეგობა შეიძლება უცებ არ გამოჩნდეს. მაგრამ გჯეროდეთ, რომ დროთა განმავლობაში ჩვენს მიერ ჩაყრილი თესლი, ჩვენს მიერ დარგული ნერგები, მსოფლიოს ხალხში ჩვენი ადგილი საუკუნეების განმავლობაში როგორც ჭადარი გაიდგამს ფესვებს. ამიტომ სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიურად ჩვენს მიერ ტარდება ბევრი ღონისძიება. აი, 540 კულტურის ელჩი წლების განმავლობაში ნაყოფს გამოიღებენ და მომავალში როგორც თურქეთის მეგობრები  იქნებიან ჩვენს გვერდით.

მინდა გამოვხატო პატივისცემა პირველ რიგში ჩვენი პრემიერის, მინისტრებისა და ყველა თქვენგანის მიმართ, მინდა გადავუხადო მადლობა "ადამიანი და თურქული ენა" ღონისძიებაზე დამსწრეთ და ჩვენ მხარდამჭერებს ".

540 კულტურის ელჩთან მოულოდნელი ფოტო

"თურქული ენის დღესასწაულის მეორე ნაწილი გაიხსნა ბიზნეს ცხოვრების ამსახველი სცენებით.  სხვადასხვა პროფესიის სამოსით შემოსული მოცეკვავეების მიერ შესრულებული პერფორმანსის შემდეგ ახალგაზრდა ვაჭარს  მასწავლებელი აძლევს რჩევას,  სამართლიანობას ითხოვს. ვაჭარი, რომელიც წარმატებით გაუძღვა საქმიანობას, მოხუცებულობის წლებში იხედება სარკეში, იხსნებს ახალგაზრდობის წლებს, რა ისწავლა ამ წლების განმავლობაში და რა გააკეთა.  პროგრამის ბოლო ნაწილის "გარდაცვალება" დასრულების შემდეგ კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ნაბი ავჯიმ და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიუტის თავმჯდომარემ პროფ. შერეფ ათეშმა მსოფლიოს 46 ქვეყნიდან ჩამოსული 540 კულტურის ელჩთან ერთად თურქეთის დროშითა და ამ ქვეყნების დროშებით ხელში სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.