„თურქული ისლამური ხელოვნების გამოფენა“ თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

2018 წლის 10 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და ბურსას მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და პროფესიული განათლების კურსების (BUSMEK) თანამშრომლობით „თურქული ისლამური ხელოვნების გამოფენა“ გაიხსნა.

გამოფენის გახსნას თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ბურსას მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი შაბან ქანდერი, ხელოვნების მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, თურქული და ქართული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ძალიან ბევრი ხელოვნების მოყვარული დაესწრო.

თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა საუბრისას თქვა, რომ გამოფენაზე, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია, წარმოდგენილია მოვარაყების, ფაიფურისა და აბრეშუმის ხალიჩების ქსოვის ხელოვნების ძალიან კარგი ნიმუშები. იაზგანმა ხაზი გაუსვა, რომ გამოფენის მიზანია თურქული კულტურის, ბურსას და ბურსას მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაცნობა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, რომ თურქეთ-საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს და საქართველოდან ბურსაში სტაჟირებისთვის სტუდენტები გაგზავნეს. განაცხადა, რომ ძალიან სასიამოვნოა ასეთი მომაჭადოვებელი გამოფენის მასპინძლობა და ამასთანავე აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა ასოც. პროფ. სელჩუკ ქურშად ქოჯამ კი თქვა : „ვმოღვაწეობთ იმისთვის, რომ ორ მოძმე ქვეყანას, თურქეთსა და საქართველოს შორის  კულტურისა და ხელოვნების სფეროში არსებულ ურთიერთობებში ერთი ნაბიჯი წინ გადავდგათ. თურქული ისლამური ხელოვნების სხვადასხვა დარგის უამრავი ნიმუში, რომლებიც თურქეთის კულტურულ მემკვიდრეობას ასახავს, დღეს საქართველოში ხელოვნების მოყვარულებს შეხვდა“.

ბურსას მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა შაბან ქანდერმა საუბრისას განაცხადა:„ბურსას მუნიციპალიტეტში ხელოვნების 256-ზე მეტ დარგში 500-ზე მეტ სპეციალისტთან ერთად 1200-ზე მეტ მსმენელს განათლებას ვაძლევთ. ნიმუშები, რომლებიც დღეს თქვენ წარმოგიდგინეთ, შესრულებულია ჩვენი წარმატებული მსმენელების მიერ. ამ გამოფენით გვსურდა ჩვენი კულტურა გაგვეცნო საქართველოს მაცხოვრებლებისთვის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერა გავუწიოთ საქართველოს საზოგადოებას“.

გამოფენა, რომელზეც თურქული ისლამურის ცივილიზაციის ხელოვნების მნიშვნელოვანი დარგებიდან წარმოდგენილია მინიატურის, ებრუს, მოვარაყების, კალიგრაფიისა და აბრეშუმის ხალიჩის ქსოვის 80 ნიმუში, დამთვალიერებელთათვის ღია იქნება 2018 წლის 14 აპრილამდე.