თურქული ფილმების შეხვედრა კინომოყვარულებთან

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის მეჩვიდმეტე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ქართველ მაყურებელს მიეცა შესაძლებლობა ენახა თურქული ფილმებიც. 

ფესტივალის გახსნას, რომელიც კინოხელოვნების ცენტრის ორგანიზებითა და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი გაგა ჩხეიძე, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ერსინ აკბულუთი და საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გახსნის ცერემონიალზე კულტურის მინისტრმა ისაუბრა ფესტივალის მნიშვნელობაზე ქართულ კინოსივრცეში და მადლობა გადაუხადა იუნუს ემრეს სახელობის ისნტიტუტს მხარდაჭერისათვის.

ერთი კვირის განმავლობაში, 50 ქვეყნიდან წარმოდგენილ 163 ფილმთან ერთად მაყურებელს მიეცა შესაძლებლობა ეხილა თურქული ფილმები: მეჰმედ ჯან მერთოღლუს ფილმი "ალბომი" და კივანჩ სეზერის "მამაჩემის ფრთები".  ფილმის "მამაჩემის ფრთები" დასასრულს, რომელსაც ესწრებოდა თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, შედგა კითხვა-პასუხის სექცია იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ თბილისში მოწვეულ ფილმის პროდიუსერ აიჯან ალუჩლუსთან.