ბაღლამას კურსი თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ბაღლამას შემსწავლელი კურსი დაიწყო.

ბაღლამა, საქართველოსა და თურქეთის საერთო კულტურული ღირებულებებიდან ერთ-ერთია და მისი პოპულარიზაციისა და სწავლების მიზნით გახსნილი  კურსებით სხვადასხვა ასაკის ადამიანები  ინტერესდებიან.

სწავლება დაიწყო ბაღლამას შესახებ თეორიული მასალის მიწოდებით, მოგვიანებით კი მსმენელები შეისწავლიან როგორც თურქულ და ქართულ საკრავებს შორის არსებულ სხვაობებსა და მსგავსებებს, ისე საკრავის ტექნიკას. მსმენელებს მიეცემათ შესაძლებლობა კურსის განმავლობაში შეისწავლონ და ბაღლამაზე შეასრულონ ორი ქვეყნის საუკეთესო ნაწარმოებები.

პირველ გაკვეთილზე ბაღლამას ოსტატმა თინათინ მეითოვმა აღნიშნა: „ბაღლამა, პირველი საკრავია, რომელიც თურქულ მუსიკალურ საკრავებზე საუბრისას გვახსენდება. კურსის განმავლობაში მსმენელებს შევასწავლით როგორც ბაღლამას დაკვრას, ისე თურქუებსაც (თურქული ხალხური სიმღერა)“.

ბაღლამას კურსი თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ექვსი თვე გაგრძელდება და მეცადინეობები  კვირაში 4 საათის განმავლობაში ჩატარდება.