ბაღლამას შემსწავლელი კურსი დაიწყო

Yazıcı-dostu sürüm

2022 წლის 15 მარტს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ბაღლამას შემსწავლელი კურსი დაიწყო.

ბაღლამა, საქართველოსა და თურქეთის საერთო კულტურული ღირებულებებიდან ერთ-ერთია და მისი პოპულარიზაციისა და სწავლების მიზნით გახსნილი კურსით სხვადასხვა ასაკის ადამიანები ინტერესდებიან.

სწავლება დაიწყო ბაღლამას შესახებ თეორიული მასალის მიწოდებთ, მოგვიანებით კი მსმენელები შეისწავლიან როგორც ქართულ და თურქულ საკრავებს შორის არსებულ სხვაობებსა და მსგავსებებს, ისე საკრავის ტექნიკას. მსმენელებს მიეცემათ შესაძლებლობა კურსის განმავლობაში შეისწავლონ და ბაღლამაზე შეასრულონ ორი ქვეყნის საუკეთესო ნაწარმოებები.

პირველ გაკვეთილზე ბაღლამას ოსტატმა ირფან ბაგჰერმა აღნიშნა: „ ბაღლამა არის საკრავი, რომელიც თურქულ მუსიკაზე საუბრისას პირველი გვახსენდება. კურსის განმავლობაში მსმენელებს შევასწავლით როგორც ბაღლამას დაკვრას, ისე თურქუებსაც ( თურქული ხალხური სიმღერა )“.

ბაღლამას კურსი თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ექვსი თვე გაგრძელდება და მეცადინეობები კვირაში 4 საათის განმავლობაში ჩატარდება.

 

Diğer Etkinlikler

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში 6 ივლისიდან 24 დეკემბრამდე ორგანიზებული ბაღლამას კურსი კონცერტითა და...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ბაღლამას შემსწავლელი კურსი დაიწყო.

ბაღლამა, საქართველოსა და თურქეთის...