წიგნი „ბაში აჩუკი“ საჩუქრად გადაეცა თურქეთის ბიბლიოთეკას

Yazıcı-dostu sürüm

აკაკი წერეთლის ისტორიული ნაწარმოების „ბაში აჩუკი“, რომელშიც მწერალი მოგვითხრობს მე-17 საუკუნის საქართველოს შიდა ომებს, თურქულად თარგმანის პრეზენტაციისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაში არსებული თურქული ბიბლიოთეკისათვის წიგნის გადასაცემად გაიმართა ღონისძიება.

ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოში თურქეთის ელჩის მოადგილე მუთებერ ქილიჩი, თურქოლოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ, წიგნის მთარგმნელებმა ასმათ ჯაფარიძემ, მერი წიკლაურმა და გიულ მუქერემ სეზგინ ოზთურქმა ისაუბრეს ქართულ ლიტერატურაში წიგნის ადგილზე.

ეროვნული ბიბლიოთეკის საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორმა კაკი კენჭოშვილმა აღნიშნა, რომ წიგნს საქართველოში ყველა იცნობს და იგი  ბედნიერია, რომ თურქულად სწორედ ეროვნებით თურქმა მთარგმნელმა თარგმნა იგი.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა ზექერია გულთექინმა კი ქართული ლიტერატურის თურქეთში პოპულარიზაციის საქმეში თარგმანის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გულთექინმა ასევე მადლობა გადაუხადა წიგნის მთარგმნელებს.

ღონისძიება კოქტეილით დასრულდა.