დამოუკიდებლობის  ჰიმნის  მიღებიდან  94-ე  წელს მეჰმედ აკიფ ერსოის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

Yazıcı-dostu sürüm

დამოუკიდებლობის ჰიმნის მიღებიდან 94-ე წელს მეჰმედ აკიფ ერსოის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. იუნუს ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტრის ცენტრში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ,  თბილისის თურქული კულტურის ცენტრის დირექტორი ზექერია გიულთექინი, თბილისში TİKA -ს კოორდინატორი მუსტაფა კორკმაზი, საელჩოს წარმომადგენლები, თურქოლოგები და თურქული კულტურის ცენტრის მსმენელები.

თურქეთის ელჩმა ისაუბრა მეჰმეთ აკიფის, როგორც მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ მრავალმნიშვნელოვან წარმომადგენელზე და   2015 წლის  ღონისძიებების დამოუკიდებლობის მარშის ავტორთან, მეჰმედ აკიფ ერსოისთან დაკავშირებული ღონისძიებით  გახსნით კმაყოფილება გამოხატა.

თბილისის თურქული კულტურის ცენტრის დირექტორმა ზექერია გიულთექინმა კი აღნიშნა, რომ პოეტი მუდამ სამოშობლოსა და ხალხის სიყვერულით საზრდოობდა,  დასტურად  მან თავის ხალხს ყოველგვარი სასყიდლის გარეშე ჰიმნი უძღვნა.

"მეჰმედ აკიფ ერსოის ლიტერატურული პიროვნების"  სახელწოდების კონფერენციაზე მომხსენებელმა აფიონის კოჯატეპეს უნივერსიტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ხელმძღვანელმა დოქტორმა აბდულაჰ   შენგიულმა  ისაუბრა პოეტის ცხოვრებასა  და შემოქმედებაზე.  გაიგო ერსოი, ნიშნავს "გაირო რას ნიშნავს თანაცხოვრება", "მიხვდე აკიფის ნააზრევს, ნიშნავს, გაიოგი ენა, რომელიც დღევანდელ ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს ნიშნავს შეიცნო აღმოსავლეთი და დასავლეთი, ეს ნიშნავს გაგვიგოთ "ჩვენ"-ო  განაცხადა დოქტორმა შენგიულმა.

პოეტმა ოზგურ ჩობანმა კი წაიკითხა ერსოის ლექსები  "ჩობან ილდიზლარი"  სახელწოდების ჯგუფის მუსიკოსების მიერ შესრულებული მუსიკის თანხლებით.