ებრუს კურსდამთავრებულთა სასერთიფიკატო მღელვარება

Yazıcı-dostu sürüm

 

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში 5 მარტიდან 30 მაისამდე ორგანიზებული ტრადიციული ებრუს ხელოვნების კურსი გამოფენის გახსნითა და სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიით დასრულდა. ღონისძიებაზე, რომელსაც ებრუს კურსდამთავრებულები და ხელოვნების მოყვარულები ესწრებოდნენ, დიდი მოწონება დაიმსახურა მსმენელების მიერ ერთ სემესტრში შესრულებულმა ნამუშევრებმა.

ებრუს თურქულ კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კურსმა, რომელზეც მსმენელებს თეორიული ინფორმაცია მიეწოდათ და მისი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობაც მიეცათ, ყველა ასაკის ადამიანის დიდი ინტერესი გამოიწვია. კურსის მსმენელებს ებრუს ხელოვნების ყველა დეტალის შესწავლასთან ერთად საკუთარი ებრუს შესრულების საშუალებაც მიეცათ.

 ებრუს მასწავლებელმა დარიკო ჩიხლაძემ საუბრისას აღნიშნა: „მინდა, საუბრის დასაწყისში ხელოვნების მხარდაჭერის, ყველა გზის გახსნისა და ძალიან სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნისთვის მადლობა გადავუხადო იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს. ჩვენ ერთმანეთზე ნიჭიერი მსმენელები გვყავდა. ჩვენი მუშაობა და ლამაზი გამოფენების მოწყობა გაგრძელდება.“

 ებრუს კურსდამთავრებული მანანა ჩახავა: როგორც კი იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ებრუს კურსის გახსნის შესახებ შევიტყვე, მაშინვე გადავწყვიტე კურსში ჩართვა. ამ ხნის განმავლობაში არამარტო ნახატების შესრულება, არამედ წყალზე საღებავების ჰარმონიულად აცეკვებაც შევისწავლეთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ამ საქმეში წვლილი მიუძღვის“.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ გამართული სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა. მომავალში ებრუს კურსის გახსნა კვლავ იგეგმება.

Diğer Etkinlikler

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების მიმართულებისა და თბილისის იუნუს ემრეს...

2024 წლის 19 აპრილს ქალაქ ბათუმის ცენტრში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თურქი და...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი (YEE) საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ოფიციალურ ინსტიტუტსა და ორგანიზაციასთან...

2022 წლის 3 დეკემბერს  შერატონ გრანდ  თბილისი მეტეხი  პალასში ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ...