ებრუს შემსწავლელი კურსი დაიწყო

Yazıcı-dostu sürüm

2022 წლის 15 მარტს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ებრუს ტრადიციული ხელოვნების შემსწავლელი კურსი დაიწყო.

ებრუს თურქულ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კურსი, რომლითაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები დაინტერესდნენ, თეორიული მასალის მიწოდებით დაიწყო. კურსის მონაწილეები დაეუფლებიან ებრუს ხატვის ტექნიკას და მიეცემათ შესაძლებლობა თავად შექმნან ნახატი. 

ებრუს პედაგოგმა დარიკო ჩიხლაძემ პირველ გაკვეთილზე ისაუბრა ებრუს ხელოვნებისთვის საჭირო მასალებისა და მათი მომზადების შესახებ.

ამ სემესტრში ვგეგმავთ უფრო მეტი ტექნიკა შევასწავლოთ და ცოდნის გაღრმავებაში ხელი შევიწყოთ ჩვენს მსმენელებს, რომლებმაც გასულ სემესტრში შეისწავლეს ებრუს ხელოვნება. ახალი მსმენელები კი პედაგოგის დახმარებით  ებრუს ხელოვნების საბაზისო ცოდნას მიიღებენ.

კურსი გაგრძელდება 2 თვე, კვირაში 6 საათი. კურსის დასასრულს მსმენელებს მონაწილის სიგელი გადაეცემათ.

 

Diğer Etkinlikler

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების მიმართულებისა და თბილისის იუნუს ემრეს...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი (YEE) საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ოფიციალურ ინსტიტუტსა და ორგანიზაციასთან...

2022 წლის 3 დეკემბერს  შერატონ გრანდ  თბილისი მეტეხი  პალასში ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში კოვიდ-19-ის პანდემიის წესების გათვალისწინებით 2021 წლის 5 ოქტომბერს ებრუს...