ებრუს ხელოვნება საქართველოში IWA-ს ღონისძიებაზე

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა მიიღო მონაწილეობა ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის საახალწლო გამოფენა-ბაზრობაზე (IWA), რომელიც წელს მეცხრამეტედ სასტუმრო თბილისი რედისონ ბლუ ივერიაში ჩატარდა. საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ, თბილისში არსებული თურქული ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მხარდაჭერით, მოეწყო თურქული მაგიდა, რომელზეც გასაყიდად წარმოდგენილი იყო თბილისში მცხოვრები თურქი ქალბატონების მიერ შექმნილი და თურქეთიდან საგანგებოდ ჩამოტანილი ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები, თურქული სამზარეულოს გემრიელი კერძები. გამოფენა-ბაზრობას სპონსორობა თბილისში არსებულმა ბევრმა ორგანიზაციამ გაუწია.

თურქეთის მაგიდაზე ებრუმ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად იმართება 26 ქვეყნიდან ათობით მონაწილის მხარდაჭერით და რომელსაც ათასობით სტუმარი სტუმრობს, წელსაც ინტერესის ცენტრში იყო.  ჩვენმა ინსტიტუტი, თბილისში თურქული ხელოვნების წაროსაჩენად და სოციალური   პასუხისმგებლობების პროექტის მხარდასაჭერად თურქულ მაგიდაზე ებრუს ხელოვნებით წარდგა. ებრუ, რომელიც ტრადიციული თურქული ხელოვნების დარგებიდან გამორჩეულად იწვევს დაინტერესებას, გამოფენაზე ბავშვების აქტიურობით გამოირჩეოდა. მათ პაწაწინა ხელებით, ხელოვანის დახმარებით ლამაზი ნამუშევრები შექმნეს.