ებრუს ხელოვნება ზამთრის გამოფენა-ბაზრობაზე

02/12/2019

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა მიიღო მონაწილეობა ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის საახალწლო გამოფენა-ბაზრობაზე (IWA), რომელიც წელს მეოცედ სასტუმრო შერატონში ჩატარდა.

საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ, თბილისში არსებული თურქული ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მხარდაჭერით, მოეწყო თურქული მაგიდა, რომელზეც გასაყიდად წარმოდგენილი იყო თბილისში მცხოვრები თურქი ქალბატონების მიერ შექმნილი და თურქეთიდან საგანგებოდ ჩამოტანილი ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები, თურქული სამზარეულოს გემრიელი კერძები. გამოფენა-ბაზრობას სპონსორობა თბილისში არსებულმა ბევრმა ორგანიზაციამ გაუწია.

ებრუს ხელოვნება თურქეთის მაგიდაზე

გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად იმართება 25 ქვეყნიდან ათობით მონაწილის მხარდაჭერით და რომელსაც ათასობით სტუმარი სტუმრობს, წელსაც ინტერესის ცენტრში იყო.  ჩვენი ინსტიტუტი, თბილისში თურქული ხელოვნების წაროსაჩენად და სოციალური   პასუხისმგებლობების პროექტის მხარდასაჭერად თურქულ მაგიდაზე ებრუს ხელოვნებით წარდგა.

ებრუ, რომელიც ტრადიციული თურქული ხელოვნების დარგებიდან გამორჩეულად იწვევს დაინტერესებას, გამოფენაზე ბავშვების აქტიურობით გამოირჩეოდა. მათ პაწაწინა ხელებით, ხელოვანის დახმარებით ლამაზი ნამუშევრები შექმნეს.