ენების ევროპული დღე თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

2022 წლის 26 სექტემბერს გოეთეს ინსტიტუტში თბილისში მოღვაწე უცხოელი ინსტიტუტების თანამშრომლობით  „ენების ევროპული დღე“ მოეწყო .

8-18 წლის აუდიტორიისათვის დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშები,  ვორკ შოპები უცხო ენებში (თურქული ენაში, ინგლისურში, გერმანულში, ფრანგულში, იტალიურში, ესპანურში, პორტუგალიურში, პოლონურში, ფინურსა და ბერძნულში), შემეცნებითი შეჯიბრებები, თამაშები, ცეკვები, კითხვისა და ხელოვნების სახელოსნოები. ჩვენი ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა საპილოტო გაკვეთილმა პატარების დაინტერესება გამოიწვია. ღონისძიების ფარგლებში მოსულ სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია თურქული ენის კურსების, თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდის   (TYS), თურქული ენის საზაფხულო სკოლის, თურქული ჩემი არჩევანია პროექტისა და ჩვენი ინსტიტუტის კულტურული ღონისძიებების შესახებ. ინსტიტუტის სტენდზე წარმოდგენილი იყო ებრუს ხელოვნება. პატარებმა აღნიშნეს, რომ პირველად გაეცნენ ებრუს ხელოვნებას და მათივე შერჩეული ფერებით წყალზე ლამაზი ნახატების შექმნით ისიამოვნეს. 

 ენების ევროპული დღის წლევანდელი ღონისძიების კოორდინატორი გოეთეს ინსტიტუტის დირექტორმა ბარარა ფონ მიუნხჰაუზემა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ უცხო ენის ცოდნა მნიშვნელოვანია, როგორც საქმიანობისათვის, განათლების, პიროვნულ განვითარების, ისე კულტურათაშორის დიალოგისა და კიდევ ბევრი სხვა საკითხისათვის.

ღონისძიება ფოტოგადაღებითა და დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.

 

 

Diğer Etkinlikler

2020 წლის 16 დეკემბერს, სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განსახილველად, თბილისის იუნუს ემრეს...