გამოფენა „თურქული სახლი“ საქართველოში

Yazıcı-dostu sürüm

2022 წლის 5 ივლისს თბილისში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ქართველი ხელოვნების მოყვარულთათვის გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო თურქული სახლის ნიმუშები ანატოლიის სხვადასხვა რეგიონიდან.

გამოფენის გახსნას თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი თბილისში ალი ქაან ორბაი, თურქული ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში, თურქოლოგები, თურქი და ქართველი ხელოვნების მოყვარულები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 გამოფენის გახსნაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ხელოვან აკადემიკოს აბბას ქეთიზმენის მიერ აკვარელის ტექნიკით შესრულებული 30 თურქული სახლი, სიტყვით გამოვიდა ელჩი ალბაი და აღნიშნა, რომ მოხარულია მსგავს ღონისძეიბაში მონაწილეობით.

ორბაიმ აღნიშნა, რომ  როგორც თურქულ, ასევე ქართულ კულტურაში სახლი და ოჯახი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა; გარდა გეოგრაფიული სიახლოვისა, ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან ისტორიითა და უძველესი მეგობრობით ნასაზრდოვები საერთო ღირებულებები აახლოებს.

გამოფენის ორგანიზატორმა, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორმა ალი ოღუზჰან იუქსელმა  მოიშველია არქიტექტორ თურგუთ ჯანსევერის ციტატა „ადამიანის მთავარი მოვალეობაა გაალამაზოს სამყარო“ და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ფრაზა გახდა გამოფენის შთაგონების წყარო; გამოფენის მიზანია, კაცობრიობას შეახსენოს სამყაროს სილამაზე  და კიდევ ერთხელ დააფიქროს მასზე.

გამოფენის გახსნაზე მოხსენებით „მდიდრული კარვიდან სახლამდე“ წარდგა ანკარის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელი ასოც.პროფ. სემა დემირი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრადიციული თურქული სახლის ხუროთმოძღვრები, მშენებლები, სახლის დამკვეთი ოჯახები არასდროს ფიქრობდნენ, გაენადგურებინათ მთა, ჩაეკეტათ მდინარე, აევსოთ ზღვა. დასძინა, რომ მიწას, ბუნებასა და კლიმატთან მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია.

გამოფენა „თურქული სახლი“, რომელმაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი დაიმსახურა, 12 ივლისს დასრულდა.

Diğer Etkinlikler

2022 წლის 27-29 მაისს თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის...

2021 წლის 8 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში მყოფ თბილისის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში...