ინტენსიური კურსი თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის გაცნობისა და უცხოელებისთვის თურქული ენის სწავლების მიზნით ფუნქციონირებს, 2019 წლის 24 ივნისს თურქული ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსი დაიწყო.

თურქული ენის შემსწავლელ კურსზე ახალ მსმენელებთან  ერთად, ისინიც დარეგისტრირდნენ, ვინც ჩვენს ინსტიტუტში წინა სემესტრებშიც შეისწავლიდნენ ენას. თურქული ენის შემსწავლელ კურსზე, რომელიც დაახლოებით 5 კვირა გაგრძელდება, ენის შესწავლასთან ერთად მსმენელებს მიეცემათ შესაძლებლობა, ჩვენს ღონისძიებებში მონაწილეობით გაეცნონ თურქულ კულტურას.

თურქული ენის სწავლების სისტემა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში

ჩვენს ინსტიტუტში გახსნილ თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე 2012 წლიდან დაახლოებით 3000 ადამიანმა შეისწავლა თურქული ენა. კურსებზე, რომელიც თურქულის, როგორც მსოფლიო ენის სწავლების მიზნით იხსნება, სწავლების სისტემა ენებისთვის საერთო ევროპულ რეკომენდაციებს ეყრდნობა და თანაბრად ეთმობა ადგილი ენის ოთხ საბაზისო უნარ-ჩვევას (მოსმენა, საუბარი, კითხვა და წერა). ენის სწავლება  ექვს A1, A2, B1, B2, C1, C2 საფეხურს მოიცავს. ყოველ საფეხურზე სასწავლო ენაა თურქული. თითოეული საფეხური  72 საათიანი ორი კურსისგან შედგება. მეცადინეობებზე გამოიყენება იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ მომზადებული სასწავლო ნაკრები Yedi İklim Türkçe. მეცადინეობებს უძღვებიან თავის სფეროში პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები. საფეხურის ბოლოს ჩატარებულ კურსის დამამთავრებელ გამოცდაზე წარმატებულ მსმენელებზე გაიცემა სერთიფიკატი და ეძლევათ შესაძლებლობა, გადავიდნენ ერთით მაღალ საფეხურზე.