იუნუს ემრეს ლექსები ქართულ ენაზე ითარგმნა

Yazıcı-dostu sürüm

იუნუს ემრე თურქი ხალხის აღზრდილი უდიდესი სუფი, თურქული ენისა და ლიტერატურის ისტორიის უთვალსაჩინოესი პოეტთაგანია. 1238 წელს დაიბადა ესქიშეჰირში და 1321 წელს ამავე ქალაქში გარდაიცვალა. იუნუს ემრეს პოეზიას საფუძვლად უდევს ყველა ადამიანის მიმართ სიყვარული, პატივისცემა და ტოლერანტობა, განურჩევლად მათი წარმომავლობისა.

2021 წელი იუნესკომ იუნუს ემრეს გარდაცვალებიდან 700 წლისთავთან დაკავშირებით იუნუს ემრეს წლად გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით ინსტიტუტის მხარდაჭერით გამოიცა ლიტერატურის მთარგმნელთა ასოციაციის მიერ  ქართულ ენაზე თარგმნილი კრებული „იუნუს ემრეს პოეზია“.

კრებული იუნუს ემრეს პოეზიის პირველი ქართული გამოცემაა, რომელიც   დიდ ინტერესს გამოიწვევს ლიტერატურ წრეებსა და პოეზიის მოყვარულებში. ქართველ მკითხველებს წარმოდგენას შეუქმნის იმ პოეტის სამყაროს, პოეზიისა და მისი სრულყოფილი მხატვრული სტილის შესახებ, რომელიც თურქულ სამყაროში დიდი პოპულარულობითა და სიყვარულით სარგებლობს.

ქართველმა მთარგმნელებმა და პოეტებმა შექმნეს პოეზიის საინტერესო ნიმუშები ქართულ ენაზე თურქოლოგების მიერ შესრულებული პწკარედული თარგმანების საშუალებით.

2021 წლის 30 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან არსებულ თბილისის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში  თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ინიციატივით წიგნის პრეზენტაცია შედგა.

წიგნის წარდგენას თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, ბრაზილიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ოსვალდო ბიატო ჯუნიორი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში, ყაზახეთის ელჩის მეორე მდივანი საქართველოში იერლან ბერგენევი, ორგანიზაციათიკა“- თბილისის კოორდინატორი თუბა ოზუთოქი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს საპატიო კონსულის თანაშემწ იზმირში ქალბატონ მაყვალა ხარებავა, თურქული ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში, თურქოლოგები, მთარგმნელები, თურქი და ქართველი ხელოვნების მოყვარულები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა ისაუბრა იუნუს ემრეს მნიშვნელობასა და როლზე თურქულ ლიტერატურაში. მადლობა გადაუხადა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს და აღნიშნა: „იუნუს ემრეს ლექსები პირველად ხვდება ქართველ მკითხველს. ეს  ძალიან ამაღელვებელი პროექტია“.

 

Diğer Etkinlikler

პანდემიის დასრულებასთან ერთად, კულტურისა და ხელოვნების სამყარო მთელს მსოფლიოში გამოცოცხლდა.

იუნესკომ, საქართველოს...

2022 წლის 29 იანვარს შედგა ონლაინ ღონისძიება საუბრები თურქული ლიტერატურის შესახებ თემაზე: „ეროვნული ლიტერატურის...

 

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და...

2021 წლის 21 მაისს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში „იუნუს ემრესა და შოთა რუსთაველის მხატვრული კითხვის...