ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ზამთრის გამოფენაზე თურქეთის სტენდმა დიდი ყურადღება დაიმსახურა
2022 წლის 3 დეკემბერს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ მოწყობილ ზამთრის ბაზრობაზე, ჩვენმა სტენდმა ვიზიტორთა დიდი ყურადღება დაიმსახურა.
ბაზრობას, სადაც თბილისში მოქმედ 26 ქვეყნის საელჩოს საშუალება მიეცა პოპულარიზაცია გაეწია თავიანთი ქვეყნების რეწვის, სამზარეულოსა და კულტურისათვის, ასობით ადგილობრივი და უცხოელი დამთვალიერებელი ეწვია. ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ბაზრობაზე შემოსული თანხა სრულად გადაეცემა გაჭირვებულ ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს. საქართველოს მოქალაქეებს ბაზრობაზე უცხო ქვეყნების კულტურის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ეგიდით თურქეთის სტენდზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თურქული დაწესებულება და ორგანიზაცია. თბილისის იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრმა წარმოადგინა ტრადიციული ებრუს ხელოვნება, რამაც ბაზრობის დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ყველა ასაკის დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი ხელით ერთმანეთზე მშვენიერი ნამუშევრები შექმნეს.
Diğer Etkinlikler
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში 5 მარტიდან 30 მაისამდე ორგანიზებული ტრადიციული ებრუს ხელოვნების...