ქართველი ბავშვები ბაღლამას გაეცნენ

Yazıcı-dostu sürüm

ქართული და თურქული კულტურებისათვის საერთო კულტურის ბაღლამას ახალგაზრდებისათვის გაცნობისა და სწავლების მიზნით, თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტმა ქალაქ მარნეულში ბაღლამას შემსწავლელი კურსები დაიწყო.

კურსებით, რომელიც ბაღლამას შესახებ თეორიის მიწოდებით დაიწყო, განსაკუთრებით პატარები დაინტერესდნენ. კურსის მონაწილეები სემესტრის განმავლობაში დაეუფლებიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თურქული საკრავის ბაღლამას ტექნიკას და ამასთან მიეცემათ შესაძლებლობა, შეასრულონ ლამაზი კომფოზიციები. ბაღლამას ოსტატმა რუსლან კალანდაროვმა გაკვეთილის დაწყების წინ ასეთი რამ განაცხადა: „  ბაღლამა, არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ახლოსაა ერთმანეთთან თურქული და ქართული კულტურები. შაირობის ტრადიცია თურქეთის მსგავსად არსებობს საქართველოშიც. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს ტრადიცია არ იქნეს მივიწყებული.”

ბაღლამას შემსწავლელი კურსები კვირაში ოთხ საათიანი მეცადინეობებით  5 თვე გაგრძელდება.