ქართველი თურქოლოგების შეხვედრა თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში

28/10/2019

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ისნტიტუტში საქართველოში თურქოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის მქონე პროფესორების ცისანა აბულაძისა და ელიზბარ ჯაველიძისადმი მიძღვნილი პატივსაცემი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებს მიეწოდათ ინსფორმაცია თურქოლოგების აკადემიური მოღვაწეობისა და შრომების შესახებ. საღამოს საქართველოში თურქეთის ელჩის თანაშემწე ონურ სევიმი, ქართველი თურქოლოგები, თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტები და ბევრი სხვა მოწვეული სტუმარი დაესწრო.

პროფ. ცისანა აბულაძემ, რომელმაც 1956 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება ოსმალური და ქართული ისტორიული დოკუმენტების კვლევა-ძიებას მიუძღვნა. აბულაძემ ასევე აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დროს თურქული ენის შესწავლა არ იყო მარტივი და პირველი თურქი, რომელსაც ის თურქულად ესაუბრა თბილისში სტუმრად მყოფი თურქი მწერალი ნაზიმ ჰიქმეთი იყო და, რომ მასთან საუბარმა წარუშლელი კვალი დატოვა მის მეხსიერებაში.

82 წლის პროფ. ელიზბარ ჯაველიძემ კი ისაუბრა აკადემიური შრომების შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ დაუღლელად განაგრძობს მუშაობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განსამტკიცებლად.

პროფ. ჯაველიძემ ხაზი გაუსვა თურქი ხალხის დიდ კულტურულ ისტორიას და აღნიშნა: "თურქეთს მდიდარი ლიტერატურა გააჩნია. ჩემი სურვილია თურქეთის ეს სიმდიდრე და ცივილიზაცია ქართველებს კიდევ უფრო ახლოს გავაცნო." 

ღონისძიება საჩუქრის გადაცემით დასრულდა.