კავკასიის რეგიონში "ეთნიკური ჯაზი"

Yazıcı-dostu sürüm

2015 წლის 4-7 ივნისს, საქართველოში, თბილისში  რიგით მე-6 კავკასიის ჯაზ ფესტივალი ჩატარდა.

ფესტივალში ამრეკიელ, გერმანელ, აზერბაიჯანელ, ქართველ და სომეხ, სულ 60 შემსრულებლებთან ერთად , თურქეთიდან მონაწილეობა მიიღეს   თარის ვირტუოზმა ნევჯივან ოზელმა და მისმა  ჯგუფმა.

ფესტივალი  სიტყვით გახსნა ღონისძიების ორგანიზატორმა და დამფუძნებელმა ჰელენ მეჩიტოვამ, რომელმაც  აღნიშნა, რომ თურქეთი წელს პირველად მონაწილეობს ფესტივალში და მადლობა გადაუხადა იუნუს ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტურის ცენტრს თანადგომისათვის.

ვიოლინო - ნევბაჰარ ოზელი, დასარტყამი ინსტრუმენტი - თარიკ თუისუზოღლუ, კონტრაბასი - ვოლკან ჰიურსევერის მიერ შესრულებულმა ნევჯივან ოზელის  ნაწარმოებებმა, რომელშიც გაერთიანებული  იყო ანატოლიური, ბალკანური და შორეული აღმოსავლეთის კომპოზიციები, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონცერტს საქართველოში თურქეთის სრულუფლებიან ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან ერთად ბევრი  სტუმარი  დაესწრო.

ვინ არის ნევჯივან ოზელი ?

სტამბოლის რადიო TRT-სა და სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის (İTÜ) თურქული სახელმწიფო მუსიკალური კონსერვატორიის თარის პედაგოგი ნევჯივან ოზელი, ცნობილია, როგორც ტრადიციული ინსტრუმენტებით ახალი მუსიკის გაჟღერების დიდოსტატი. 2000 წლიდან დღემდე ხელოვანი საკუთარ სტუდიაში ბევრ მუსიკოსთან ერთად ეთნიკური მუსიკიდან ჯაზის ჩათვლით სხვადასხვა მიმართულებიაზე მუშაობს.