მე-4 საერთაშორისო აკადემიური კვლევის კონგრესი

Yazıcı-dostu sürüm

ძვირფასო მეცნიერებო,

ჩვენ მოხარულნი ვიქნებით გიმასპინძლოთ მე-4 საერთაშორისო აკადემიური კვლევის კონგრესზე (INES - 2018), რომელიც ჩატარდება 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით.  კონგრესი, ალანიის ალადინ ქეიყუბადის სახელობის უნივერსიტეტის, სელჩუკის უნივერსიტეტის, კონიის კვებისა და სოფლის მეურნების უნივერსიტეტის, ამასიის უნივერსიტეტის, ალანიის HEP უნივერსიტეტისა და DTI უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) თანამშრომლობითა და ორგანიზებით ალანიაში გაიმართება.

კონგრესის მთავარი მიზანია სამეცნიერო და სოციალური ინტერაქციის ჩამოყალიბება, სამეცნიერო კვლევების, გამოცდილების გაზიარების მიზნით  განათლების მეცნირებების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებების, სპორტისა და სახვითი ხელოვნების, მათემატიკის, ბუნებისმცოდნეობის, ინჟინერიის დარგებში მოღვაწე მეცნიერების შეკრება და თანამშრომლობის განვითარება, ახალი პერსპექტივებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.

კონგრესზე წარმოდგენილი მოხსენებების თეზისები დაიბეჭდება ელექტრონულ წიგნში, ხოლო სრული მოხსენება, სურვილისამებრ, კონგრესის მოხსენებათა კრებულში ან რედაქტირებულ ელექტრონულ წიგნში. ამასთან, კონგრესის ფარგლებში მოეწობა  საერთაშორისო გამოფენა.

ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი ხილვა 2018 წლის 30 ოქტომბერი-3 ნოემბერს მე-4 საერთაშორისო აკადემიური კვლევის კონგრესზე. გისურვებთ წარმატებებს საქმიანობის სფეროში.

პატივისცემით,

კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი