მსმენელების  მიერ  შესრულებული  ტრადიციული  თურქული  რეწვის  ნიმუშების გამოფენა საქართველოში

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ საქართველოში ტრადიციული თურქული რეწვის შემსწავლელი 3 თვიანი კურსების განმავლობაში მსმენელების მიერ შესრულებული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გაიმართა.

სამხატვრო გალერეა "ბაიაში" გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნა მსმენელების მიერ ებრუს, მინიატურის, კალიგრაფიისა და მოვარაყების დარგებში შესრულებული ნამუშევრები, რომელიც ინსტიტუტის თურქეთის კულტურის საბჭოს ასოციაციის ხელოვანების ხელმძღვანელობით შესრულდა.

გამოფენა სიტყვით გახსნა საქართველოში თურქეთის ელჩის მოადგილემ მუთებერ ქილიჩმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამთვიანი კურსების დასასრულს შექმნილი შესანიშნავი ნამუშევრები დასტურია იმისა, თუ რა ახლოსაა ორი ხალხი ერთმანეთთან.

თბილისის თურქული კულტურის ცენტრის დირექტორმა ზექერია გულთექინმა კი აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკის განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ერთი ნაწილი წარმატებით დასრულდა და ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრს მადლობა გადაუხადა.

კულტურის საბჭოს თავმჯდომარემ მეთინ ერიშმა კი აღნიშნა რომ ებრუს დარგში 100 პროცენტით, მინიატურა და მოვარაყება 60, კალიგრაფიაში კი 50 პროცენტრით შესრულდა სამუშაო გეგმა.  ასევე ისაუბრა პროექტზე, რომელიც შეგირდობიდან-სპეციალისტამდე, სპეციალისტიდან-ოსტატამდე, 6 თვიანი სასწავლო კურსს გულისხმობს და რომლის დასასრულსაც მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

გამოფენაზე, სადაც მსმენელებთან ერთად იმყოფებოდნენ თურქეთის ელჩის მდივანი, იუნუს ემრეს ინსტიტუტის კულტურის კოორდინატირი ბაბურ თურნა,  საერთაშორისო ხელოვნების ცენტრის დირექტორი მაკა დვალიშვილი, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ემინ ახმედოვი, კურსანტებს მონაწილის ცნობები გადაეცათ.

გამოფენაზე წარმოდგენილი 67 ექსპონატი 15 დღის განმავლობაში იუნუს ემრეს ინსტიტუტში ელოდება მნახველს.