პაწაწინა ხელები და ებრუ

Yazıcı-dostu sürüm

2018 წლის 16-19 ოქტომბერს თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში, სადაც  „თურქული ჩემი არჩევანია“  პროექტის ფარგლებში ტარდება თურქული ენის გაკვეთილები, ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა დასახმარებლად ჩატარდა ვორკ შოპები რეწვის სხვა და სხვა დარგში.  ჩვენი კულტურის ცენტრის მხარდაჭერით თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა მასტერკასები ებრუს დარგში. პატარებმა, რომელთაც განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინეს ებრუს მიმართ, უკეთესზე უკეთესი ნამუშევრები შექმნეს და ამავე დროს კიდევ უკეთ გაიცნეს ჩვენი კულტურის ცენტრი.  მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები გაიყიდება  წლის ბოლოს გამოფენა -გაყდვაზე, შემოსული თანხა კი გადაეცემა სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომელნიც ეწევიან საქმიანობას უპატრონო ბავშვთა დასახმარებლად.