პროექტის "ჩემი არჩევანია თურქული ენა" ფარგლებში ახალგაზრდები ებრუს ხელოვნებას ეზიარნენ

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის 31-ე, 54-ე, 55-ე, 71-ე, 152-ე და 178-ე სკოლებში, სადაც  პროექტის "ჩემი არჩევანია თურქული ენა" ფარგლებში თურქული ისწავლება, როგორც არჩევითი უცხო ენა,  ებრუს ხელოვანმა დარიკო ჩიხლაძემ მოსწავლეებს ებრუს ხელოვნება გააცნო.

მოსწავლეებისთვის, რომელნიც თურქულს სწავლობენ, როგორც არჩევით უცხო ენას, თურქული კულტურის გაცნობის მიზნით გამართულმა ღონისძიებებმა მოსწავლეებთან ერთად სკოლის მასწავლებლებისა და ხელმძღვანელების დიდი ყურადღება დაიმსახურა. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა ებრუს ხელოვნების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნა მასტერკლასის საშუალებით პრაქტიკულადაც განეხორციელებინათ.

"გაკვეთილების გარდა ჩვენ ხელს ვუწყობთ   ჩვენი მოსწავლეების კულტურულ ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობას. დღეს ვნახეთ, როგორ გაერთნენ და ამავე დროს მიიღეს ახალი ცოდნა, რაც ძალიან გვახარებს. ერთადერთი პრობლემა გვაქვს, ბავშვებს იმდენად მოეწონათ ებრუს ხელოვნება, რომ ჯერ კიდევ არ მომეცა შესაძლებლობა მივუახლოვდე მაგიდას." განაცხადა თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის 178-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნანა ლაბაძემ.

თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მაია აბრამიძემ კი განაცხადა, რომ იგი ებრუს ხელოვნებას უფრო ადრე იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ღონისძიებაზე გაეცნო და  სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ებრუს შემსწავლელი კურსის გახსნის სურვილი გამოთქვა .

ბევრმა მოსწავლემ აღნიშნა, რომ მათ აქამდე არ სმენიათ წყლის ზედაპირზე საღებავების გამოყენებით ხატვის შესახებ, რაც ძალიან სახალისოა. ყველაზე მეტად საინტერესო კი წყლიდან დაუზიანებლად ქაღალდის ამოღებააო განაცხადეს მოსწავლეებმა.

ებრუს გაცნობის მიზნით მასტერკლასები თბილისის ხვადასხვა სკოლებში  გრძელდება.