„ყარაგოზი და ჰაჯივათი“ და ებრუ ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალზე

Yazıcı-dostu sürüm

საქართველოს ფოლკლორისა და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის, ტრადიციული რეწვის ასოციაციის ორგანიზებით 2019 წლის 28-30 ივნისს  ახალციხეში, რაბათის ციხეში, ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი მოეწყო. 

ფესტივალი ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, USAID  საქართველოს წარმომადგენლობის, ახალციხის მუნიციპალიტეტის, სამცხე-ჯავახეთის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით და მასში მონაწილეობდა დაახლოებით 150 ოსტატი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლიტვიდან და საქართველოდან.

ფესტივალზე რეწვის ოსტატებმა ჩაატარეს სახელოსნო სამუშაოები ისეთ დარგებში, როგორიცაა: ხეზე მუშაობა, ხალიჩების ქსოვა, თოჯინების დამზადება, თექა, კერამიკა, მეთუნეობა, უნაგირების, საკრავებისა და სამკაულების დამზადება,  ინსტიტუტმა კი ყარაგოზი და ჰაჯივათი  და ებრუ წარადგინა.  ჩრდილების თეატრი ყარაგოზი და ჰაჯივათი წარადგინეს ხელოვანმა სუათ ვერალმა და თურქეთის პირველმა ქალმა ყარაგოზელმა მერვე ილქენმა, წარმოდგენამ, როგორც პატარების ისე დიდების მოწონება დაიმსახურა.

ებრუს სტენდზე მოსულ სტუმრებს კი მიეცათ შესაძლებლობა წყალზე საღებავების გამოყენებით თავად შეესრულებინათ  ნაშრომები. ფესტივალის ფარგლებში ასევე ადგილი დაეთმო საგანმანათლებლო პროგრამებს, სამუზეუმო კოლექციების გამოფენებს, ტრადიციული რეწვის შესახებ სემინარებს, კონცერტებსა და გასართობ პროგრამებს.

ფესტივალზე სიტყვა წარმოთქვეს საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის დირექტორმა ირინა მანიამ, USAİD საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვებლერმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ  ზურაბ ხაჩიძემ და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა ალი ოღუზჰან იუქსელმა, მათ აღნიშნეს, რომ ფესტივალის მიზანია სხვადასხვა ქვეყნების  ოსტატების შეხვედრა, ხელოვნებისა და ხელოვანების განვითარებისათვის ხელის შეწყობა, ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერება-გაღრმავება.

ყარაგოზი და ჰაჯივათისა და ებრუს სტენდს  სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ხაჩიძე, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე და ახალციხის კულტურის სამსახურის უფროსი ზაზა თამარაშვილთან ერთად ბევრი ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი ჰყავდა.