ყარაგოზისა და ჰაჯივათის წარმოდგენა თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

2019 წლის 26 ივნისს, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში წარმოსახვის ოსტატმა სუათ ვერალმა და თურქეთში ყარაგოზის პირველმა ქალმა ხელოვანმა მერვე ილქენმა ყარაგოზისა და ჰაჯივათის ჩრდილების თეატრის წარმოდგენა გამართეს. ღონისძიების მიმართ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა ონურ სევიმმა, თბილისში თურქეთის ავიახაზების დირექტორმა შერაფეთთინ ექიჯმა, თეატრის მსახიობებმა, თბილისში მცხოვრებმა თურქებმა, უცხოელებმა და საქართველოს ხელოვნების მოყვარულმა საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოიჩინა.

წარმოსახვის ოსტატმა სუათ ვერალმა საუბრისას აღნიშნა: „რამდენიმე დღიანი დაკვირვების შედეგად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი არის ქალაქი, რომელიც ხელოვნებასა და კულტურას აფასებს. აქ  შესაძლებლობა მომეცა გამეცნო ძვირფასი ხელოვანები  და ამით ვამაყობ. მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ჩავდივართ და წარმოდგენებს ვაწყობთ. ჩვენს დღევანდელ წარმოდგენას კი თურქეთში ყარაგოზის პირველ ქალ ხელოვან ქალბატონ მერვე ილქენთან ერთად თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში გავმართავთ. დაახლოებით ორმოცი წელია, ვმუშაობ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ეს ხელოვნება შევასწავლო და ამ ხელოვნებასთან ერთად ჩვენი კულტურა გადავცე. ვიმედოვნებ დღევანდელი დღის შემდეგ ყარაგოზს უფრო შეიყვარებთ“.

 მერვე ილქენმა კი საუბრისას აღნიშნა: „ტრადიციული თურქული ჩრდილების თეატრის სფეროში თურქეთში ყარაგოზის პირველი ქალი ხელოვანი გახლავართ. ეს გზა ავირჩიე, იმისთვის რომ თურქეთსა და  მსოფლიოში გოგონების, ქალებისა და დედებისთვის ხელოვნების საშუალებით მაგალითი ვყოფილიყავი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანაში, საქართველოში, ყარაგოზის მიმართ ასეთი ინტერესი გამოიჩინეს. გვსურს, რომ ეს და მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდეს“.

ჩრდილების სპექტაკლმა ბავშვებით დაწყებული ყველა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. ჩრდილების სპექტაკლის შემდეგ ბავშვებისთვის თოჯინების დამზადების სახელოსნო სამუშაო ჩატარდა. პროგრამა საჩუქრების გადაცემით, ფოტო-გადაღებითა და ალაფურშეტით დასრულდა.

მეორე საერთაშორისო ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალზე, რომელიც 28-30 ივნისს გაიმართება, ჩვენი ინსტიტუტის მხარდაჭერით ყარაგოზისა და  ებრუს სახელოსნო სამუშაოების ჩვენება მოეწყობა.