საბავშვო ფესტივალი თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

2019 წლის თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართა 28 სექტემბერს მთაწმინდის პარკში და მასში ჩვენი ინსტიტუტიც მონაწილეობდა.  ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ: სპორტისა და ხელოვნების სკოლები, საბავშვო კლუბები, ჯანდაცვის ინსტიტუტები, ენის ცენტრები, რეწვის შემსწავლელი ცენტრები, კვების კომპანიები , გამომცემლობები , სულ 86 ადგილობრივი და უცხოელი ინსტიტუტი და დაწესებულება. ღონისძიებაზე მოწყობილმა შეჯიბრებებმა, თამაშებმა, პრეზენტაციებმა და ხელოვნების სახელოსნოებმა, ბავშვებს ერთი დღე გაუფერადა და გაულამაზა.

ჩვენი ინსტიტუტის სტენდზე ჩატარდა ებრუ და სახის მოხატვა. პატარებმა აღნიშნეს, რომ პირველად გაეცნენ ებრუს ხელოვნებას და მათივე შერჩეული ფერებით წყალზე პირველი ნამუშევრები შექმნეს. ღონისძების ფარგლებში სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია თურქული ენის შემსწავლელი კურსების, თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდის, თურქული ენის საზაფხულო სკოლის, თურქული ჩემი არჩევანია პროექტის, კულტურისა და ხელოვნების სფეროში ჩვენი ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ.