საბავშვო ფესტივალი თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

2022 წლის 4 ივნისს თბილისის მერიის ორგანიზატორობითა და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მონაწილეობით თბილისის ცირკში საბავშვო ფესტივალი მოეწყო.

ღონისძიებაში ჩართული იყო სხვადასხვა ადგილობრივი და უცხოური დაწესებულება, სპორტისა და ხელოვნების სკოლები, საბავშვო კლუბები, ჯანდაცვის დაწესებულებები, ენისა და რეწვის შემსწავლელი ცენტრები, კვების კომპანიები, გამომცემლობები. შეჯიბრებებმა, თამაშებმა, საცირკო წარმოდგენებმა და ხელოვნების სახელოსნოებმა ბავშვებს ერთი დღე გაუფერადა.

ინსტიტუტის სტენდზე წარმოდგენილი იყო ებრუს ხელოვნება და სახის მოხატვა. პატარებმა აღნიშნეს, რომ პირველად გაეცნენ ებრუს ხელოვნებას და  მათივე შერჩეული ფერებით წყალზე  ლამაზი ნახატების შექმნით ისიამოვნეს.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია თურქული ენის შემსწავლელი კურსების, თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდის (TYS), პროექტისთურქული ჩემი არჩევანია“, ონლაინ აპლიკაციებისა და კულტურული ღონისძიებების შესახებ.

 

Diğer Etkinlikler

ღონისძიება „ევროპული ენების დღე“ ჩატარდა 2020 წლის 26 სექტემბერს საქართველოში მოქმედი უცხოური ინსტიტუტებისა და ენების...

თბილისის მე-3 საბავშვო ფესტივალი თბილისის მერიის ორგანიზატორობითა და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის...