საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების კონგრესი თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გუმუშჰანეს უნივერსიტეტის თანამშრომლობით 18-20 აპრილს თბილისში მოეწყო კონგრესი სახელწოდებით „საერთაშორისო სამეცნიერო კვლევები“. კონგრესში საქართველოსა და თურქეთთან ერთად სხვა ქვეყნებიდანაც მონაწილეობდნენ.

კონგრესის გახსნა 18 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში განხორციელდა. გახსნას თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს  მრჩეველი ონურ სევიმი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკუტ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, თურქეთის ავიახაზების თბილისის დირექტორი შერაფეთთინ ექიჯი, ძალიან ბევრი  პროფესორ-მასწავლებელი, სტუდენტი და სტუმარი დაესწრო.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ გახსნაზე საუბრისას აღნიშნა: „ჩვენს უნივერსიტეტში ყოველ წელს ეწყობა მსგავსი კონგრესები, რომლებშიც ერთვებიან მონაწილეები თურქეთიდან. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა მეზობელ თურქეთთან თანამშრომლობა სამეცნიერო სფეროში“.

კონგრესის საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარემ გუმუშჰანეს პროფესორ-მასწავლებელმა სალიჰ ილმაზმა საუბრისას აღნიშნა: „ამ წლის პირველ კონგრესს თბილისში ვატარებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან ერთად სამეცნიერო სხდომების მოწყობა. ჩვენი მიზანია მომავალში საქართველოსთან  თანამშრომლობით ერთობლივი პროექტების განხორციელება. მადობას ვუხდით ყველა იმ ადამიანსა და დაწესებულებას, რომლებმაც ჩვენთვის მხარდაჭერა არ დაიშურეს“.

კონგრესს მეორე დღეს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა უმასპინძლა. პროგრამის ფარგლებში ათი სხვადასხვა ქვეყნიდან კონგრესში მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებმა, სოციალური მეცნიერებების თემაზე სამოცზე მეტი მოხსენება წარადგინეს. პროგრამა, რომელზეც ადგილი დაეთმო სპეციალურ, ელექტრონულ და პოსტერების პრეზენტაციებს, ქალაქ თბილისის დათვალიერებით 20 აპრილს, შაბათს დასრულდება.