საქართველოში საუბრები ლიტერატურაზე კვლავ გრძელდება

Yazıcı-dostu sürüm

პროგრამის "საუბრები ლიტერატურაზე" ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა "ქართველი ქალი ანუ შურისძიება", რომელიც იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მხარდაჭერით ითარგმნა ქართულად.

პროგრამის ფარგლებში მოეწყო შეხვედრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალციხისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტების თურქოლოგებთან და თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტებთან.

"ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თარგმანი, რომელიც გამიკეთებია" განაცხადა მთარგმნელმა  თამარ ალფენიძემ, ისაუბრა ოსმალური ენის სიმდიდრეზე და აღნიშნა, რომ ენის თავისებურების ზედმიწევნიდ გადმოსაცემად ბევრჯერ მოუხდა წიგნის წაკითხვა.  ალფენიძემ ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის ლიტერატურაში თარგმანების მნიშვნელობაზე, მათ საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ წიგნი "ქართველი ქალი ანუ შურისძიება"  ამ თვალსაზრისით გამორჩეულია.

პროგრამის დასასრულს მთარგმნელმა თამარ ალფენიძემ უპასუხა მსმენელების მიერ დასმულ შეკითხვებს.