საქართველოში სპექტაკლი სამ ენაზე დაიდგა

Yazıcı-dostu sürüm

საქართველოს დედაქალაქ თბილისში თეატრის მოყვარულთ მიეცათ შესაძლებლობა ენახათ ცნობილი ქართველი მწერლის დავით კლდიაშვილის მოთხრობის "დარისპანის გასაჭირის" მიხედვით, ამავე სახელწოდების სპექტაკლი ქართულ, თურქულ და აზრებაიჯანულ ენებზე. 

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის პარტნიორობით, ჰაიდარ ალიევის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ დადგულ სპექტაკლში მთავარი როლი ტრაპიზონის ხელოვნების თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელმა ნეჯათი ზენგინმა შეასრულა. 

მაყურებელთა შორის იყვნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში თურქეთის ელჩის მდივანი მუთებერ ქილიჩი და აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები.

სპექტაკლის დაწყებამდე გიორგაძემ საუბრისას  ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის  შესახებç აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უპირობოd უჭერს მხარს არაერთ სფეროში და დასძინა:  "როგორც მინისტრმა, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ თურქეთის უპირობო მხარდაჭერას ვგრძნობთ თითქმის ყველა სტრატეგიულ სფეროში".

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა ზექერია გულთექინმა აღნიშნა, რომ სამ ენაზე საქართველოში პირველად დაიდგა თეატრალური დადგმა და რომ სამი ქვეყნის მსახიობებმა არაჩვეულებრივად მოირგეს როლები. "სამ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა მსგავსი კულტურული პროექტებით კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობას იძენს. ჩვენ, როგორც  იუნუს ემრეს ინსტიტუტი, მზად ვართ ყოველთვის შევიტანოთ გარკვეული წვლილი მსგავს პროექტებში" განაცხადა გულთექინმა.

დარისპანის გასაჭირი დაიდგა ცნობილი ქართველი რეჟისორი ვარლამ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით, რომელიც წლების განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა.