საუბრები თურქულ ლიტერატურაზე თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში წაიკითხეს მოხსენება თემაზე „თურქული სამწერლობო ენის ისტორიის განვითარება“.

ფირათის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ხელმძღვანელი პროფ. აჰმეთ ბურანი უკვე ტრადიციად ქცეულ საუბრები ლიტერატურაზე პროგრამის ფარგლებში თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მსმენელებს შეხვდა. ღონისძიება სიტყვით გახსნა თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა ზექერია გულთექინმა და მან განაცხადა, რომ საუბრები ლიტერატურაზე პროგრამის ფარგლებში ისინი აგრძელებენ საქართველოში თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტების წამყვან თურქოლოგებთან შეხვედრას.

პროფ. აჰმეთ ბურანმა მოხსენების დასაწყისში აღნიშნა, რომ თურქული ენა, ისევე როგორც ქართული, მსოფლიოს უძველეს ენათა რიგს მიეკუთვნება  და იგი არის მეცნიერების, ლიტერატურისა და სახელმწიფო ენა. მე-11-მე-13 საუკუნეებში თურქული სამყარო დაიქსაქსა, რომლის შედეგადაც ოღუზებმა, რომელნიც დასავლეთით წავიდნენ ანატოლიის თურქული შექმნეს. ამგვარად, ანატოლიის თურქული უიღურების პერიოდის სამწერლობო ენას გამოეყო და ახალი ენა განვითარდა. დღევანდელი თურქული სამწერლობო ენის ფარგლებში თურქეთის თურქული საერთაშორისო დონის მეცნიერების, ლიტერატურისა და სახელმწიფო ენაა, ამიტომ თურქეთის თურქული შევა მსოფლიო ენებში, რის გამოც ბევრს სურს შეისწავლოს თურქული ენა; განაცხადა ბურანმა.

ღონისძიების დასასრულს, რომელსაც თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები, თურქოლოგები და კულტურის ცენტრის მსმენელები ესწრებოდნენ, პროფ. ბურანმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ღონისძიება ასევე ჩატარდა ქუთაისის, ახალციხისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რომელთანაც იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს მემორანდუმი აქვს გაფორმებული.