სერთიფიკატების გადაცემის მღელვარება თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში
2022 წლის 9 დეკემბერს, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, 2022 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის სემესტრის თურქული ენის შემსწავლელი კურსების წარმატებულ კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია მოეწყო. სერთიფიკატები გადაეცა 60 მსმენელს, რომელთაც წარმატებით გაიარეს თურქული ენის შემსწავლელი A1, A2, B1 და B2 საფეხურები.
ღონისძიება მრავალფეროვანი გახადა მსმენელების მიერ ეროვნული საკრავების თანხლებით შესრულებულმა სიმღერებმა. სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია, სამახსოვრო ფოტოგადაღების შემდეგ ტკბილეულით გამასპინძლებით დასრულდა.
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი 10 წელზე მეტია ასწავლის თურქულ ენას.
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ისნტიტუტი, რომელმაც 10 წლის განმავლობაში 5300-მდე მსმენელს შეასწავლა თურქული ენა, თურქული ენის სწავლებასთან ერთად გეგმავს და აწყობს არაერთ ღონისძიებას საქართველოში თურქული კულტურის, ხელოვნებისა და ისტორიის გაცნობის მიზნით; თანამშრომლობს საქართველოს საჯარო და კერძო დაწესებულებებთან.
იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს „ჩემი არჩევანია თურქული ენა“, რათა უზრუნველყოს იმ ქვეყნების მოთხოვნები, სადაც თურქული არჩევით უცხო ენად ისწავლება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქართველი მოსწავლეები საჯარო სკოლებში სწავლობენ თურქულს, როგორც არჩევით უცხო ენას.