სერტიფიკატების მღელვარება თბილისის იუნუს ინსტიტუტში

Yazıcı-dostu sürüm

სერტიფიკატების გადაცემასა და სემესტრის დასასრულის მოახლოებასთან დაკავშირებით თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა ღონისძიება ჩაატარა. პროგრამას, რომელიც 2019 წლის 17 დეკემბერს ინსტიტუტში გაიმართა, თურქული ენისა და ხელოვნების კურსების მსმენელები დაესწრნენ. 

60 მსმენელს, რომელთაც წარმატებით გაიარეს ებრუსა და თურქული ენის შემსწავლელი A1, A2, B1 და B2 საფეხურები, სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაზე მსმენელებმა შეასრულეს სიმღერები, დაუკრეს საკრავებზე და სტუმრებს ინსტიტუტში ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები გაუზიარეს. პროგრამა ფოტოგადაღებითა და ტკბილეულით გამასპინძლებით დასრულდა.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი 7 წელზე მეტია ასწავლის თურქულ ენას.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ისნტიტუტი, რომელმაც 7 წლის განმავლობაში 3000-მდე მსმენელს შეასწავლა თურქული ენა, თურქული ენის სწავლებასთან ერთად გეგმავს და აწყობს არაერთ ღონისძიებას საქართველოში თურქული კულტურის, ხელოვნებისა და ისტორიის გაცნობის მიზნით; თანამშრომლობს საქართველოს საჯარო და კერძო დაწესებულებებთან.  

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს „თურქული ენა ჩემი არჩევანია“, რათა დააკმაყოფილოს იმ ქვეყნების საჭიროებები, რომელნიც ითხოვენ თურქული ენის სწავლებას, როგორც არჩევით უცხო ენას.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქართველი მოსწავლეები საჯარო სკოლებში სწავლობენ თურქულს, როგორც არჩევით უცხო ენას.