შემოდგომის სემესტრის ებრუს კურსი დასრულდა

Yazıcı-dostu sürüm

თბილისი იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში 5 ოქტომბრიდან 2 დეკემბრამდე ორგანიზებული ტრადიციული ებრუს ხელოვნების კურსი გამოფენის გახსნითა და სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიით დასრულდა. ღონისძიებაზე, რომელსაც ებრუს კურსდამთავრებულები და ხელოვნების მოყვარულები ესწრებოდნენ, დიდი მოწონება დაიმსახურა მსმენელების მიერ შესრულებულმა ნამუშევრებმა.

ებრუს თურქულ კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კურსმა, რომელზეც მსმენელებს თეორიული ინფორმაცია მიეწოდათ და მისი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობაც მიეცათ, ყველა ასაკის ადამიანის დიდი ინტერესი გამოიწვია. კურსის მსმენელებს ებრუს ხელოვნების ყველა დეტალის შესწავლასთან ერთად საკუთარი ებრუს შესრულების საშუალებაც მიეცათ.

ებრუს მასწავლებელმა დარიკო ჩიხლაძემ საუბრისას, სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნისა და გაწეული მხარდაჭერისთის მადლობა გადაუხადა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს.

ებრუს კურსდამთავრებული ლიანა ანიაშვილი: „ამ ხნის განმავლობაში არამარტო ნახატების შესრულება, არამედ წყალზე საღებავების ჰარმონიულად აცეკვებაც შევისწავლეთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ამ საქმეში წვლილი მიუძღვის“.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ გამართული სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა. 

მომავალში ებრუს კურსის გახსნა კვლავ იგეგმება.