თბილისის წიგნის საერთაშორისო გამოფენა

04/06/2018

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ ამ წელს მეოცედ გამართულ და საქართველოს ყველაზე ფართო მასშტაბიან თბილისის წიგნის საერთაშორისო გამოფენაში. იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის სტენდზე წარმოდგენილი იყო ინსტიტუტის  მიერ მომზადებული წიგნები, ჟურნალები, ბროშურები, ბიულეტენები, სახელმძღვანელოები, მოთხრობების წიგნები და სხვა მსგავსი გამოცემები; ასევე ინფორმაცია თურქული ენის შემსწავლელი კურსების, TYS-სა და დისტანციურად თურქული ენის სასწავლო პორტალის შესახებ. გამოფენაში, რომელიც 2018 წლის 31 მაისიდან 3 ივნისამდე გრძელდება, თურქეთთან ერთად მონაწილეობა მიიღო გერმანიამ, ჩინეთმა, ინგლისმა, სხვა ბევრმა  ქვეყანამ და 80-მდე გამომცემლობამ.

თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ გახსნაზე განაცხადა, რომ: „თბილისის მუნიციპალიტეტი წიგნის თემაზე ღონისძიებებს ყოველთვის მხარს უჭერდა და მხარდაჭერას გააგრძელებს. ამ წელს მეოცედ ვმართავთ გამოფენას. ყოველ წელს იზრდება მონაწილეთა რაოდენობა და ინტერესი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამით ბედნიერები ვართ. მადლობას გიხდით ყველა მონაწილეს, უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, მწერლებსა და წიგნის მოყვარულებს“.

გამოფენის ფარგლებში მოეწყო საქართველოსა და მონაწილე ქვეყნებში ბოლო წლებში გამოცემული წიგნების წარდგენა, წიგნის წაკითხვა, მწერლებთან საუბრები, საპატიო სტუმრების პრეზენტაცია, ლიტერატურული დაჯილდოება, სემინარები და კონფერენციები. თბილისის მუნიციპალიტეტის მუსიკოსთა ჯგუფმა გამართა კონცერტი. წიგნის საერთაშორისო ფესტივალს 4 დღის განმავლობაში ორმოცდაათი ათასზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია.