თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსიტუტი კინოფესტივალზე

09/12/2019

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 1 დეკემბერს დაიწყო და მისი მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის სამინისტო, ევროკავშირი, ბრიტანული საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, ესპანური კულტურის ცენტრი, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი, თბს ბანკი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, თბილისის მერია, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოები და ჩვენი ინსტიტუტი. 

ფესტივალი გაიხსნა კინოთეატრ ამირანში და მას თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი გაგა ჩხეიძე, ელჩები, ხელოვანები და ადგილობრივები დაესწრნენ.

კალაძემ წარმოთქმულ სიტყვაში ხაზი გაუსვა ფილმის ფესტივალის მნიშვნელობას, აღნიშნა, რომ კმაყოფილია, იყოს მასპინძელი მსგავსი ღონისძიების და დასძინა, რომ მერია კვლავ გააგრძელებს ფესტივალის მხარდაჭერას.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელმა და დირექტორმა გაგა ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ფესტივალი 20 წლის წინ დაიწყო, თურქეთთან ახლო თანამშრომლობა კი განსაკუთრებით ბოლო წლებში გააქტიურდა.  „თურქეთთან კულტურულ თანამშრომლობას რაც შეეხება, ჩვენ შორის უკვე დიდი ტრადიციული კავშირებია. თითქმის ყოველწლიურად გვაქვს თურქული ფილმების ჩვენება. თვალს ვადევნებთ მსოფლიო მასშტაბით თურქული ფილმების განვითარებას“ განაცხადა ჩხაიძემ.

ფესტივალზე მონაწილეობდნენ: თურქეთი, ირლანდია, გერმანია, ავსტრია, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი,  მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, ბრაზილია, ამერიკა, კანადა, ირანი, ჩინეთი, ისრაელი, არგენტინა, საქართველო. 8 დღიანი ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნა ასამდე ფილმი და ჩატარდა ვორკშოპები და მასტერკალსები. ჩვენმა ინსტიტუტმა ფესტივალზე სემიჰ ყაფლანოღლუს ფილმით „დამოკიდებული“ მიიღო  მონაწილეობა.  ფილმის ჩვენება გაიმართა  2019 წლის 4 და 7 დეკემბერს. 

ფესტივალი 2019 წლის 8 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.