თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი „თბილისი ეთნო ფესტი 2020“-ზე

Yazıcı-dostu sürüm

2020 წლის 19 დეკემბერს თბილისში რეწვისა და დიზაინის მესამე საერთაშორისო სამიტი „თბილისი ეთნო ფესტი 2020“ ჩატარდა.

ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა ასზე მეტმა ხელოვანმა მიიღო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით „საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ ორგანიზატორობით ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ფესტივალის გახსნის ცერემონიაში მონაწილე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები ხელოვანთა მხარდასაჭერად განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. ასევე განაცხადა, რომ სამინიტრო მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი მსგავს ღონისძიებებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ მადლიერება გამოხატა ფესტივალის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ და ყველას წარმატებები უსურვა.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ვიდეო კოლაჟით ტრადიციული თურქული ხელოვნების ებრუსა დ თექის შესახებ, რაც საქართველოში ხელოვნების მოყვარულთა დიდ ინტერესს იწვევს.

 

Diğer Etkinlikler

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების მიმართულებისა და თბილისის იუნუს ემრეს...

2024 წლის 19 აპრილს ქალაქ ბათუმის ცენტრში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თურქი და...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი (YEE) საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ოფიციალურ ინსტიტუტსა და ორგანიზაციასთან...

2022 წლის 3 დეკემბერს  შერატონ გრანდ  თბილისი მეტეხი  პალასში ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ...