თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ებრუს კურსი იწყება

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში 07.10.2019 წელს ებრუს კურსი დაიწყება. კურსს,  რომელიც ორი თვე გაგრძელდება, პროფესიონალი მასწავლებელი დარიკო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს. მეცადინეობები კვირაში სამჯერ ჩატარდება. 2 თვიანი კურსის ღირებულებაა 30 აშშ დოლარი. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ჩვენს ინსტიტუტში. კურსისათვის საჭირო მასალებისთვის დამატებითი საფასურის გადახდა საჭირო არ არის.

 კურსზე რეგისტრაციის თარიღი:

9 სექტემბერი - 4 ოქტომბერი 2019

კურსის დაწყების თარიღი:

 07.10.2019

კურსის დასრულების თარიღი:

29.11.2019