თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში თურქული ენის შემსწავლელი კურსები იწყება

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ზრდასრულთათვის თურქული ენის კურსებზე მეცადინეობები 2019 წლის შემოდგომის სემესტრში 30 სექტემბერს დაიწყება. თურქული ენის კურსები A1; A2; B1; B2; C1; C2 სულ 6 საფეხურისგან შედგება. თითოეული საფეხური შედგება 2 კურსისაგან და კვირაში 6 საათიანი, ჯამში 72 საათიანი მეცადინეობებისაგან. ჩვენს ცენტრებში თურქული ენის კურსებზე სამუშაო ენაა თურქული და ევროპულ ენათა საერთო ჩარჩოს ფარგლებში იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შედგენილი  ნაკრები  Yedi İklim Türkçe გამოიყენება. თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე გამოიყენება მასალები კითხვის, მოსმენის, წერისა და მეტყველების უნარების განსავითარებლად.  კურსის დასასრულს წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ სერთიფიკატები. 

კურსებზე რეგისტრაციის თარიღები:

2 - 25 სექტემბერი 2019

ენის ცოდნის განსმსაზღვრელი გამოცდის  რეგისტრაციის თარიღი:

2-10 სექტემბერი 2019

ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდის თარიღი:

11 სექტემბერი  2019

კურსის დაწყების თარიღი:

30.09.2019