თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი

Yazıcı-dostu sürüm

 

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ ამ წელს ოცდამესამედ ორგანიზებულ და საქართველოს ყველაზე ფართომასშტაბიან თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც 2021 წლის 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით გაიმართა.

ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში გამართულ გახსნის ცერემონიას თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სტამბოლის სამრეწველო პალატის (İTO) თავმჯდომარის მოადგილე დოქტ. ისრაფილ ქურულაი, İTO-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მუნირ უსთუნი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მინისტრმა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და პარტნიორებს, იმისთვის რომ, მიუხედავად ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიით გამოწვეული სირთულეებისა, მათ მაინც შეძლეს ფესტივალის მოწყობა.

წულიკიანმა  აღნიშნა, რომ თურქეთი 2022 წელს  ფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება. მინისტრმა განაცხადა: „ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ გახნის ცერემონიას ესწრებიან ძვირფასი სტუმრები თურქეთიდან, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია“.

 ლჩმა იაზგანმა განაცხადა, რომ ამაყები და ბედნიერები არიან იმით, რომ თურქეთი მომავალ წელს ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება.

 იაზგანმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ფესტივალები ხელს უწყობს მსოფლიოში ადამიანები გაეცნონ ერთმანეთის კულტურასა და ღირებულებებს; იქვე დასძინა, რომ დღეს ადამიანებს ძალიან სჭირდებათ წიგნების კითხვა.

 გახსნის ცერემონიის შემდეგ კონცერტი გამართა თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრმა.

ფესტივალზე იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის სტენდზე წარმოდგენილი იყო ინსტიტუტის  მიერ მომზადებული წიგნები, ჟურნალები, ბროშურები, ბიულეტენები, სახელმძღვანელოები, მოთხრობების წიგნები და სხვა მსგავსი გამოცემები; ასევე ინფორმაცია თურქული ენის შემსწავლელი კურსების, თურქული ენის სასერთიფიკატო გამოცდისა და თურქული ენის დისტანციურად სასწავლო პორტალის შესახებ.

ფესტივალის ფარგლებში 25 ივნისს ჩატარდა ებრუს ხელოვნების ჩვენება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი ხელით შეექმნათ ნამუშევრები.

 თბილისის საერთშორისო ფესტივალს 4 დღის განმავლობაში    ათი ათასზე მეტი ადამიანი ეწვია.

 

 

Diğer Etkinlikler

პანდემიის დასრულებასთან ერთად, კულტურისა და ხელოვნების სამყარო მთელს მსოფლიოში გამოცოცხლდა.

იუნესკომ, საქართველოს...

2022 წლის 29 იანვარს შედგა ონლაინ ღონისძიება საუბრები თურქული ლიტერატურის შესახებ თემაზე: „ეროვნული ლიტერატურის...

იუნუს ემრე თურქი ხალხის აღზრდილი უდიდესი სუფი, თურქული ენისა და ლიტერატურის ისტორიის უთვალსაჩინოესი პოეტთაგანია. 1238...

2021 წლის 21 მაისს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში „იუნუს ემრესა და შოთა რუსთაველის მხატვრული კითხვის...