თბილისმა თურქეთისადმი მიძღვნილ კვირეულს უმასპინძლა

Yazıcı-dostu sürüm

„გობექლითეფე-ადამიანი და ცხოვრება“-თურქეთისადმი მიძღვნილი კვირეულის მეოთხე ნაწილი საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩატრდა.   კვირეული, რომელიც 2019 წლის 6 ნოემბერს კონფერენციით „გობექლითეფე“ დაიწყო და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავდა, 2019 წლის 9 ნოემბერს დასრულდა „მასტერკლასით თურქულ სამზარეულოში“. 

2019 წელს გობექლითეფესადმი მიძღვნილი წლის ფარგლებში იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა მსოფლიოში ცნობილი უძველესი სალოცავისა და ისტორიის საწყის წერტილად მიჩნეული გობექლითეფეს თემაზე: „გობექლითეფე: ადამიანი და ცხოვრება“ ოთხი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ჩაატარა.

კონფერენცია გობექლითეფე

შანლიურფას მუზეუმის დირექტორმა და გობექლითეფეს გათხრების კომიის თავმჯდომარემ ჯელალ ულუდაღმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ კონფერენციაზე „გობექლითეფე- ისტორიის ათვლის წერტილი“ სტუმრებს მიაწოდა  კაცობრიობის ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები და პრეზენტაციის სახით აჩვენა ძეგლის ნიმუშები. 

გამოფენა „გობექლითეფე“

კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიხსნა ფოტოგამოფენა „ისტორიის ათვლის წერტილი „გობექლითეფე“. გაოფენაზე თბილისის მაცხოვრებელთათვის წარმოდგენილი იყო გობექლითეფეს აღმოჩენიდან დღემდე გავლილი ისტორიული გზის ამსახველი ფოტომასალა.

მასტერკლასი მუსიკაში ჩელისტ უღურ იშიკთან ერთად

თურქეთისადმი მიძღვნილი კვირეულის მეორე დღე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მასტერკლასით დაიწყო. მასტერკლასში მონაწილეობა  მუსიკალური სკოლის თორმეტმა მოსწავლემ მიიღო.  მასტერკლასზე მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა  შეესრულებინათ თურქული მელოდიები ჩელისტ უღურ იშიკთან ერთად.

გუშინ და დღეს GAP

თურქეთისადმი მიძღვნილი კვირეულის მეორე დღე დასრულდა გამოფენით „ფოტოების მიხედვით GAP გუშინ და დღეს“, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთი ანატოლიის პროექტის  (GAP) რეგიონის განვითარების ადმინისტრაციის მიერ მოეწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ისტორიულ და კულტურულ სიახლოვეზე გაამახვილა ყურადღება.  ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ამსახველი ფოტომასალა, უნივერსიტეტში ორი კვირა გაგრძელდება.

ტრადიციული თურქული კერძებით გამასპინძლება

თურქეთისადმი მიძღვნილი კვირეულის მესამე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ უძველესი ცივილიზაციების თავშეყრის ადგილის- ანატოლიის კერძებსა და ტრადიციულ თურქულ სამზარეულოს. თურქეთიდან მოწვეული შეფ-მზარეულების შეჰმურ აჯარისა და ეჯემ შანჯანის მიერ მომზადებულმა კერძებმა სტუდენტების მოწონება დაიმსახურა.

ანატოლიის სული

თურქეთისადმი მიძღვნილი კვირეულის მესამე დღეს დასრულდა კონცერტით „ანატოლიის სული“, რომელსაც თურქული მუსიკის მოწინავე წარმომადგენლებიდან ჩელისტი უღურ იშიკი ხელმძღვანელობდა.  ხელოვანთან ერთად სცენაზე დაუკრეს ფერრუჰ ავნი იარკინმა, მუსტაფა დოღან დიქმენმა და უმუთ სელმა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ კონცერტზე ანატოლიის სხვადასხვა რეგიონებისათვის დამახასიათებელმა მელოდიებმა მუსიკისმოყვარულები მოაჯადოვა.  

 მასტერკლასი თურქულ სამზარეულოში

თბილისისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა მასტერკლასით თურქულ სამზარეულოში, რომელიც შეფ-მზარეულების შეჰმუს აჯარისა და ეჯემ შენჯანის ხელმძღვანელობით რესტორანში „თაშრე“ ჩატარდა. პროგრამას ესწრებოდა ქართველი შეფ-მზარეულები, კულინარიის მიმართულების სტუდენტები, კულინარიის ბლოგერები-ჯამში 21 ადამიანი.  მასტერკლასის მსვლელობისას თურქული კერძებიდან მომზადდა ჰუნკარ ბეღენდი, ყველის ტკბილეული და რეჰანის შარბათი მომზადდა. ღონისძიებით დაინტრესდა ადგილობრივი მედია, გაკეთდა პირდაპირი ჩართვა ტელევიზია იმედში.