თბილისში 2019 წლის თურქული ენის შემსწავლელი კურსი დაიწყო

Yazıcı-dostu sürüm

2019 წლის 4 მარტს, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში 2019 წლის გაზაფხულის სემესტრის თურქული ენის შემსწავლელი კურსები დაიწყო. თურქული ენის შემსწავლელი კურსის A1, A2, B1, B2 და  C1 დონეებზე სწავლა სულ 280 მსმენელმა დაიწყო. დაინტერესებულ პირთა შორის ქართველებთან ერთად საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც არიან.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში 2012 წლის 31 მაისიდან თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის პოპულარიზაციისა და უცხოელებისთვის თურქული ენის სწავლების მიზნით ფუნქციონირებს, დღემდე დაახლოებით სამი ათასმა ადამიანმა შეისწავლა თურქული ენა.

თურქული ენის შემსწავლელ კურსზე, რომელიც თურქულის როგორც ერთ-ერთი მსოფლიო  ენის სწავლების მიზნით გაიხსნა, სასწავლო პროცესი ენებისთვის საერთო ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და თანაბრად უთმობს ადგილს ენის საბაზისო ოთხ კომპონენტს (მოსმენა, საუბარი, წაკითხულის გააზრება და წერა). ექვსი საფეხურისგან  A1, A2, B1, B2, C1, C2   შემდგარი დონეების სასწავლო პროცესის სწავლების ენაა თურქული. თითოეული დონე 72-72  საათიან ორ კურსს მოიცავს. გაკვეთილებზე გამოიყენება იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო  Yedi İklim Türkçe. საგაკვეთილო პროცესს უძღვებიან ამ სფეროში პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები. მსმენელებზე, რომლებიც საფეხურის ბოლოს წარმატებით გაივლიან კურსის დამამთავრებელ გამოცდას, გაიცემა სერთიფიკატი და მათ უფლება ეძლევათ, გაიარონ მომდევნო საფეხური.

„ჩემი აჩევანია თურქული ენა“

ინსტიტუტი, რომლის მიზანიც თურქული ენის სწავლებისა და თურქული კულტურის პოპულარიზაციასთან ერთად, თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გამყარებაა, აგრძელებს პროექტს “ჩემი არჩევანია თურქული ენა“.

პროექტი “ჩემი არჩევანია თურქული ენა“, რომელსაც იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი საჯარო სკოლებში თურქულის, როგორც არჩევითი უცხო ენის სწავლებისათვის ახორციელებს, თბილისში 2013 წლიდან მოქმედებს. პროექტის ფარგლებში, თბილისში 2018-2019 სასწავლო წელს იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორობით თურქულ ენას, როგორც მეორე უცხო ენას 6 საჯარო სკოლაში 365 მოსწავლე სწავლობს.